მომსახურება
ფასები
რეაბილიტაცია
კლინიკა მედიში წარმოდგენილია თანამედროვე მეთოდებზე აგებული სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმებისაგან შემდგარი ჯგუფის მიერ ხდება ინდივიდუალური პროგრამის შერჩევა, პაციენტის პრობლემიდან გამომდინარე.
ბოლო წლებში ადამიანები ძალზე ხშირად მიმართავენ სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრებს, რაც გამოწვეულია იმ დაავადებათა რიცხვის მატებით, რომლებიც ვითარდება ჰიპოდინამიის, არასწორი, არარეგულარული კვების, სტრესის, გადაღლის ფონზე. ამ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება ხერხემლის და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიები. ესენია:
- ოსტეოქონდროზი – მალთაშუა დისკის და მასთან მიმდებარე მალათა სხეულების დისტროფიული დაზიანება, რომელიც ვლინდება პროთრუზიით, ანუ დისკის გამოზნექით, დისკის თიაქრით.
- სპონდილოზი – ძვლოვანი წარმონაქმნები წინა გასწვრივ იოგის ქვეშ
- სპონდილოართროზი – ხერხემლის რკალისებრი და ფასეტური სახსრის ართროზი.
- სქოლიოზი – ხერხემლის რთული დეფორმაცია, რომლის დროსაც ხდება ხერხემლის გამრუდება და ტორსიული შემობრუნება თავისი ღერძის გარშემო.
- კიფოზი – ხერხემლის გამრუდება უკნისაკენ
- ლორდოზი – ხერხემლის გამრუდება წინისაკენ
- ბრტყელტერფიანობა – ტერფის დეფორმაცია, რომელიც ვლინდება ტერფის თაღის გაბრტყელებით სიგრძივად და განივად.
- ართროზი – სახსრის და მიმდებარე ქსოვილების ქრონიკული არაანთებითი დაავადება.
ეს ის ქრონიკული დაავადებებია, რომლებიც საჭიროებენ საწყის ეტაპზე პათოლოგიური პროცესების შეჩერებას ადამიანის უნარშეზღუდვის პრევენციის მიზნით.