+995 32 291 00 00 ჩაწერა -10% ფასდაკლებით
ქარ

ახალ პაციენტებს: -10% ფასდაკლება პირველ პროცედურაზე

BBL ფოტოგაახალგაზრდავება AI მხარდაჭერით

სინათლე, რომელიც ათანაბრებს კანის ტონს და ამცირებს პიგმენტაციასა და სიწითლეს. ამერიკული Sciton BBL HERO, ხელოვნური ინტელექტით შერჩეული პარამეტრები და გამოცდილი დერმატო-კოსმეტოლოგები. სიახლე საქართველოში, პირველად კლინიკა მედიში.

  • დაახლოებით 30 წუთი

    მცირე ზონის პროცედურა

  • რეაბილიტაციის გარეშე

    იმავე დღეს უბრუნდებით ჩვეულ რიტმს

  • 2-4 პროცედურა

    კურსი 4 კვირის ინტერვალით

ჩვენებები

რასთან გვეხმარება BBL

ერთი აპარატი, რამდენიმე ამოცანა. ექიმი პროტოკოლსა და ფილტრებს თქვენი კანის მიხედვით არჩევს, საჭიროების შემთხვევაში ერთ ზონას ერთ სეანსში რამდენიმე ფილტრით ამუშავებს.

პიგმენტური ლაქები და ჭორფლი

სინათლის იმპულსი აღწევს მელანინის სიჭარბის მქონე უჯრედებამდე და პიგმენტური ლაქები თანდათან ღიავდება.

სიწითლე, კაპილარები, როზაცეა

სინათლე მოქმედებს დაზიანებულ კაპილარებზე: სისხლი ჯანსაღ ძარღვებში გადანაწილდება და სიწითლე ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

აკნე და პოსტაკნე

სხვადასხვა სპექტრის სინათლე ებრძვის აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს, ამცირებს გაფართოებულ ფორებსა და ცხიმიანობას.

კანის ტონი და ხარისხი

კანი უფრო თანაბარი და კაშკაშა ხდება, უმჯობესდება მისი ელასტიურობა და რეგენერაციის უნარი.

ასაკობრივი ცვლილებები

Forever Young პროტოკოლი აერთიანებს BBL-ს და SkinTyte-ის ინფრაწითელ გათბობას, ლიფტინგის ეფექტისა და ახალი კოლაგენის ბოჭკოებისთვის.

სახე, ყელი, დეკოლტე, ხელები

მუშავდება სახე, ყელი, დეკოლტე, ხელები, გულმკერდი და ზურგი. თავაკის ზომა ზონის ფართობის მიხედვით შეირჩევა.

შედეგები

კანი BBL-მდე და მის შემდეგ

გადაწიეთ სლაიდერი და შეადარეთ კანი პროცედურამდე და კურსის შემდეგ.

ასაკობრივი პიგმენტაცია, პროცედურის შემდეგ ასაკობრივი პიგმენტაცია, პროცედურამდე

ასაკობრივი პიგმენტაცია

პიგმენტური ლაქები ლოყასა და შუბლზე ღიავდება, ტონი თანაბრდება.

ჭორფლი და მზის ლაქები, პროცედურის შემდეგ ჭორფლი და მზის ლაქები, პროცედურამდე

ჭორფლი და მზის ლაქები

მზით გამოწვეული პიგმენტაცია მცირდება, კანი უფრო სუფთა და კაშკაშა ხდება.

პიგმენტური ლაქები ლოყაზე, პროცედურის შემდეგ პიგმენტური ლაქები ლოყაზე, პროცედურამდე

პიგმენტური ლაქები ლოყაზე

მკვეთრი ლაქები ქრება ან ღიავდება, პროფილზე კანის ფერი თანაბრდება.

არათანაბარი ტონი, პროცედურის შემდეგ არათანაბარი ტონი, პროცედურამდე

არათანაბარი ტონი

მსუბუქი პიგმენტაცია და მოსაწყენი ფერი იცვლება თანაბარი, ნათელი ტონით.

სიწითლე და კაპილარები, პროცედურის შემდეგ სიწითლე და კაპილარები, პროცედურამდე

სიწითლე და კაპილარები

ლოყებსა და ცხვირზე სიწითლე ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანის ტიპზე, ამოცანასა და პროცედურების რაოდენობაზე. ფოტოები საილუსტრაციოა, BBL-ის კლინიკური მასალიდან.

-10% პირველ BBL პროცედურაზე

✦ დატოვეთ ნომერი: ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ, შეგირჩევთ დროს და აგიხსნით ფასდაკლების პირობებს

ექიმები

ექიმები, რომლებიც BBL-ს ატარებენ

დერმატო-კოსმეტოლოგი აფასებს კანს, გამორიცხავს უკუჩვენებებს, არჩევს პროტოკოლს და მთელი კურსის განმავლობაში გაკვირდებათ.

თინათინ გოგოლაშვილი

თინათინ გოგოლაშვილი

დერმატო-კოსმეტოლოგი

17 წლიანი გამოცდილება

ატარებს BBL-ს, ბოტოქსს, ფილერებს, ბიორევიტალიზაციას, მეზოთერაპიას, მორფეუსს, ულთერასა და თერმაჟს.

მაკა ქარდავა

მაკა ქარდავა

ექიმი დერმატო კოსმეტოლოგი

15 წლიანი გამოცდილება

დერმატო-ვენეროლოგი, რომელიც ფლობს ინექციურ და აპარატურულ მეთოდებს ესთეტიკური მედიცინაში.

ია კარგარეთელი

ია კარგარეთელი

ექიმი დერმატო კოსმეტოლოგი

15 წლიანი გამოცდილება

მედიცინის სპეციალისტი, რომელიც იყენებს ინოვაციურ მიდგომებს დერმატო-ვენეროლოგიაში და კოსმეტოლოგიაში

ია ლაზიშვილი

ია ლაზიშვილი

ექიმი დერმატო კოსმეტოლოგი

9 წლიანი გამოცდილება

დერმატო-კოსმეტოლოგი, რომელიც სპეციალიზირებულია ინექციურ და აპარატურულ კოსმეტოლოგიაში

ფასები

ფასები და ფასდაკლება

ფასები კოსტავას სათაო კლინიკისაა. საბოლოო ღირებულება ზონასა და პროტოკოლზეა დამოკიდებული და კონსულტაციაზე განისაზღვრება. კურსი 2-4 პროცედურაა.

-10% ფასდაკლება პირველ პროცედურაზე

ფასდაკლება მოქმედებს ახალი პაციენტების პირველ BBL პროცედურაზე. დეტალური პირობები დააზუსტეთ ადმინისტრატორთან.

სისხლძარღვები და პიგმენტი, ფერის გაუმჯობესება 300 ₾ 270 ₾-დან

სახე

895 ₾ 805.50 ₾

ყელი

450 ₾ 405 ₾

დეკოლტე

510 ₾ 459 ₾

სახე, ყელი, დეკოლტე

1 340 ₾ 1 206 ₾

ხელის ზურგი

300 ₾ 270 ₾

ხელები მთლიანად

895 ₾ 805.50 ₾

Forever Clear, აკნე 270 ₾ 243 ₾-დან

სახე

270 ₾ 243 ₾

სახე და ყელი

335 ₾ 301.50 ₾

გულმკერდი

480 ₾ 432 ₾

ზურგი

660 ₾ 594 ₾

Forever Young, გაახალგაზრდავება 1 670 ₾ 1 503 ₾-დან

სახე

1 670 ₾ 1 503 ₾

სახე და ყელი

1 935 ₾ 1 741.50 ₾

სახე, ყელი, დეკოლტე

2 145 ₾ 1 930.50 ₾

SkinTyte ფოტოთერაპია 865 ₾ 778.50 ₾-დან

სახე

895 ₾ 805.50 ₾

სახე, ყელი, დეკოლტე

1 340 ₾ 1 206 ₾

ბარძაყის შიდა ზედაპირი

865 ₾ 778.50 ₾

მუცელი

1 040 ₾ 936 ₾

საიტზე მოცემული ფასები შესაძლოა დაკორექტირდეს. ფასდაკლება ერთ, პირველ პროცედურაზე ვრცელდება.

ჩაეწერეთ -10% ფასდაკლებით

შეფასებები

რას ამბობენ პაციენტები

★★★★★

არაჩვეულებრივი პერსონალი, ყურადღებიანი და მზრუნველი, ასევე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კომუნიკაბელური გოგონები. განსაკუთრებით მომწონს ონლაინ კომუნიკაცია, რაც გასაკვირად ოპერატიულია. მაქსიმალურად, მომხმარებელზე მორგებული სერვისები აქვთ. მიხარია, რომ დადიანის ფილიალში დამატებულა კოსმეტოლოგიაც.

nino gulbatashvili · დადიანის ქუჩა Google

★★★★★

Wow, what a great experience. I had BBL full face treatment. Everyone was so professional. I highly recommend this place for BBL.

Jared Blum · კოსტავას სათაო კლინიკა Google

★★★★★

კმაყოფილი ვარ ყველა მომსახურებით, როგორც კოსმეტოლოგიით, ასევე ეპილაციიათ .

mariam margiani · ვარკეთილი Google

★★★★★

გორის ფილიალს დიდი მადლობა უმაგრესი კოლექტივთან და ძალიან მაგარი ექიმ კოსმეტოლოგ მარი ავთანდილაშვილს უმაგრესები ხართ

Tea Marjanidze · გორი Google

★★★★★

შესანიშნავი გარემო და პროფესიონალთა გუნდი. მადლობა ექიმ- კოსმეტოლოგს სოფო ქერქაძეს

Khatuna Baindurashvili · წერეთლის ქუჩა Google

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

რით განსხვავდება BBL IPL-ისგან?

ორივე მეთოდი ფართოზოლოვან იმპულსურ სინათლეს ეყრდნობა, თუმცა BBL სრულყოფილი მეთოდია: მასში ერთის ნაცვლად ორი ნათურაა, ამიტომ სხივის შეღწევის სიღრმე და სიმძლავრე უფრო ზუსტად რეგულირდება. აპარატს აქვს ცვლადი ფილტრები, თავაკები და ჩაშენებული გაგრილება.

რას ნიშნავს BBL AI მხარდაჭერით?

კლინიკა მედიში BBL ტარდება Sciton BBL HERO ic აპარატზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით ზუსტად არჩევს ინდივიდუალურ პარამეტრებს თითოეული კანისთვის. საბოლოო პარამეტრებს და პროტოკოლს ექიმი ამტკიცებს კონსულტაციაზე.

მტკივნეულია BBL?

პროცედურა უმტკივნეულოა: იგრძნობა მხოლოდ მსუბუქი სითბო და ჩხვლეტა. ჩაშენებული გაგრილების სისტემა მაღალ სიმძლავრესაც კომფორტულს ხდის.

რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა?

მცირე ზონას დაახლოებით 30 წუთი სჭირდება, ზონიდან გამომდინარე პროცედურა 30-60 წუთი გრძელდება. ერთი და იგივე ზონა შეიძლება რამდენიმე ფილტრით დამუშავდეს, რომ ერთ სეანსში რამდენიმე ამოცანა გადაწყდეს.

რამდენი პროცედურაა საჭირო?

ამოცანის მიხედვით კურსი 2-4 პროცედურაა 4 კვირის ინტერვალით. ზუსტ გეგმას ექიმი კონსულტაციაზე შეადგენს.

როდის გამოჩნდება შედეგი?

კანის მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება პირველივე პროცედურის შემდეგ შეამჩნიოთ, მაქსიმალური შედეგი კი 3-6 თვეში დგება. შედეგი ინდივიდუალურია.

სჭირდება თუ არა რეაბილიტაცია?

არა, პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეთ. მსუბუქი სიწითლე ჩვეულებრივ დაახლოებით 12 საათში ქრება. პირველ დღეებში აუცილებელია მზისგან დაცვა და SPF 50+ კრემი, 2-4 კვირის განმავლობაში კი აქტიური გარუჯვა არ არის რეკომენდებული.

როგორ მოვემზადო პროცედურისთვის?

პროცედურამდე 14 დღით ადრე ნუ გაირუჯებით, ნუ გამოიყენებთ ავტორუჯს და ნუ გაიკეთებთ ქიმიურ პილინგს. უთხარით ექიმს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ.

ვის არ შეიძლება BBL?

უკუჩვენებებია: ეპილეფსია და კრუნჩხვითი სინდრომი, ონკოლოგიური დაავადებები, კანის აქტიური ინფექციები, შაქრიანი დიაბეტი, ორსულობა და ძუძუთი კვება, ფოტომგრძნობელობის გამაძლიერებელი მედიკამენტები, ღია ჭრილობები დასამუშავებელ ზონაში და ახალი გარუჯვა. გადაწყვეტილებას ექიმი კონსულტაციაზე იღებს.

რა ღირს BBL თბილისში?

კლინიკა მედიში BBL 270 ₾-დან ღირს (Forever Clear, სახე). სახის ფოტოგაახალგაზრდავება 895 ₾-ია, Forever Young სახეზე 1 670 ₾. ახალი პაციენტები პირველ პროცედურაზე 10% ფასდაკლებას იღებენ. ზუსტ ღირებულებას ექიმი კონსულტაციაზე ადგენს.

სად კეთდება BBL?

BBL კლინიკა მედის სათაო კლინიკაში ტარდება, თბილისში, კოსტავას 52. ჩაწერა ტელეფონით: +995 32 291 00 00, ან ამ გვერდზე ფორმით.

ჩაწერა

ჩაეწერეთ BBL-ზე -10% ფასდაკლებით

დატოვეთ ნომერი: ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ, შეგირჩევთ მოსახერხებელ დროს და აგიხსნით ფასდაკლების პირობებს.

  • -10% ფასდაკლება პირველ პროცედურაზე
  • დერმატო-კოსმეტოლოგის კონსულტაცია
  • შემაწუხებელი ზარების გარეშე

ჩაწერა ფასდაკლებით

ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.

ჩაწერა -10% ფასდაკლებით