ოქტომბრის აქციები მედიში:
30%-მდე ფასდაკლებები!
Видео временно недоступно.
დაამთავრა თბილისის აკ.ფიფიას სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
მიენიჭა სახელმწიფო სერთიფიკატი ზოგადი პროფილის მედიცინაში. გაიარა რეზიდენტურა და მიენიჭა სახელმწიფო სერთიფიკატი შინაგან სნეულებებში.
ასევე გაიარა რეზიდენტურა დერმატო-ვენეროლოგიაში და მიენიჭა სახელმწიფო სერთიფიკატი .
ფლობს სახელმწიფო სერთიფიკატს დერმატო-კოსმეტოლოგიაში .
უკრაინაში გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი მიკროპიგმენტაციაში (პემანენტული მაკიაჟი)
არის სერთიფიცრებული სპეციალისტი, ფლობს სახისა და სხეულის გაახალგაზრდავების ინექციურ (მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, შემავსებლებით მოდელირება, ბოტულინოთერაპია) , 3D მეზოძაფებით , ოქროს ძაფებით , ლაზერული აპარატებით მუშაობის , ინტიმური პლასტიკის უახლეს მეთოდოლოგიას და ტექნოლოგიებს.
მუდმივად გადის კვალიფიკაციის ასამაღლებელ მასტერკლასებს მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან.
2001 წ. – დაასრულა აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სრული კურსი და მიენიჭა ზოგადი პროფილის ექიმ-მკურნალის კვალიფიკაცია.
2007 წ. – მიიღო სერტიფიკატი შინაგან მედიცინაში/
2009-2010 წ. – გადამზადდა დერმატოლოგიაში.
2010 წ. – მომზადდა პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამით დერმატო-კოსმეტოლოგიაში.
2021 წ. – დაესწრო მასტერკლასს “თანამედროვე ტექნიკები ესთეტიკურ მედიცინაში”.