კოსმეტოლოგია

ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები თქვენი ჰარმონიული გარეგნობის შესაქმნელად
Услуги
Фильтры
Фильтры услуг
Акция:
Отмена
Применить

Акция

-15% ფასდაკლება ფილერებზე
ისარგებლეთ -15% ფასდაკლებით
Акция действует до 31.07.2025
-20% ფილერზე, ბოტოქსსა და მეზოთერაპიაზე
ისარგებლე -20% ფასდაკლებით ფილერზე, ბოტოქსსა და მეზოთერაპიაზ
Акция действует до 31.07.2025
-15% ფასდაკლება მეზოთერაპიაზე
ვიტამინების პროცედურის მეშვეობით ხდება: კანის დატენიანება, ნაოჭების შემცირება, აკნესა და როზაცეის მკურნალობა, პიგმენტაციის შემცირება კანის ტონუსში მოყვანა, კანის ფერისა და სტრუქტურის გაუმჯობესება.
Акция действует до 31.07.2025
-15% ფასდაკლება ბოტოქსზე
მთელი მსოფლიოს მაშტაბით, მიმიკური ნაოჭების გასწორებისა და გაახალგაზრდავების ყველაზე ეფექტურ და თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს ბოტულინოთერაპია.მიმიკურ ნაოჭებს მიეკუთვნება თვალის ირგვლივ ნაოჭები (ე.წ ბატის თათები), წარბებს შორის (ე.წ. მრისხანების ნაოჭები) და შუბლზე არსებული ნაოჭები.
Акция действует до 31.07.2025
-20% ფასდაკლება პლაზმოლიფტინგზე
პლაზმო ლიფტინგი წარმოადგენს კანის გაახალგაზრდავებას თრომბოციტების დახმარებით. პროცედურის დროს პრეპარატად გამოიყენება ბუნებრივი რესურსი, რომელიც მდიდარია თრომბოციტებით, რაც კანის რეგენერაციასა და აღდგენას უწყობს ხელს.
Акция действует до 31.07.2025
-15% ფასდაკლება ბიორევიტალიზაციასა და ბუსტერზე
ბიორევიტალიზაცია ქირურგიული ჩარევის გარეშე, ბუნებრივი ჰიალურონის მჟავას შეყვანის მეშვეობით, კანის გაახალგაზრდავების მეთოდია
Акция действует до 31.07.2025
-30% სახის წმენდაზე და ბიორევიტალიზაციაზე ახალი პაციენტებისთვის
ულტრაბგერითი წმენდა გულისხმობს აპარატის ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით ქსოვილების მიკრო მასაჟს, რაც ღრმად ასუფთავებს კანს გარქოვანებული ეპიდერმისისაგან, გამოაქვს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების ცხოველქმედების პროდუქტები , მაკიაჟის ნარჩენები, შავი კამედონები, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
Акция действует до 31.07.2025
-10% ფასდაკლება BBL-ზე
რევოლუციური თერაპია, რომლის დროსაც სინათლის ენერგია ღრმად შედის კანში და აძლიერებს მის ბუნებრივ უნარს დაბერების წინააღმდეგ,განკუთვნილია გაახალგაზრდავებისთვის, აკნესა და პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ, არაჩვეულებრივია როზაცეას საწინააღმდეგოდ და კანი მოჰყავს ერთ ფერში.
Акция действует до 31.07.2025
კოსმეტოლოგიის პროცედურები დაგეხმარებათ მუდამ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ და თავდაჯერებულობა შეინარჩუნოთ. ულტრაბგერითი ან მექანიკური ხერხით სახის გაწმენდა, სხვადასხვა წმენდის კომბინაციები, ნიღბები და მასაჟები ებრძვის გამონაყარსა და შეშუპებებს, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ამკვრივებს კანს, ანიჭებს მბზინვარებას და ათავისუფლებს დაღლილობის ნიშნებისგან.

პილინგები სახის კანის ფერსა და რელიეფს ათანაბრებს, აქრობს პოსტაკნეს კვალს და არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს. პროცედურა შეიძლება იყოს როგორც რბილი, ასევე ინტენსიური — ექიმი შეარჩევს თქვენთვის ყველაზე ეფექტურ ნაერთს.

ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „მედიესთეტიკის“ ექიმები თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად არჩევენ პროცედურებს. წინასწარ ხდება კანის მდგომარეობისა და თავისებურებების შეფასება, რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ.

შედეგები შესამჩნევია უკვე პირველივე პროცედურის შემდეგ, ხოლო მთლიანი კურსის გავლისას იგრძნობთ გაახალგაზრდავებას და დატკბებით მოვლილი კანით.

ჩვენი უპირატესობები:

ესთეტიკური კოსმეტოლოგია ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ სფეროს განვითარებას, თვალყურს ვადებნებთ ყველა ინოვაციას, ვიყენებთ ახალ ეფექტურ მეთოდიკებს. პაციენტები თავიანთ სილამაზეს ჩვენი მუშაობის შემდეგი ძირითადი პლიუსების გამო გვანდობენ:

• ლიცენზირებული საქმიანობა – ესთეტიკური მედიცინის ცენტრმა აპარატული კოსმეტოლოგიის სფეროში უმაღლესი აკრედიტაცია დაიმსახურა. კლინიკაში მხოლოდ დიპლომირებული სპეციალისტები მუშაობენ.

• ახალი ტექნოლოგიების გამოყენება- სპეციალისტები რეგულარულად იმაღლებენ კვალიფიკაციას, მონაწილეობენ დარგობრივ კონფერენციებსა და მასტერკლასებში, ამიტომაც ყველა უსაფრთხო თანამედროვე ტექნოლოგიას ფლობენ. ჩვენი საპროცედურო კაბინეტები ტექნიკის უახლესი მოდელებითაა აღჭურვილი.

• ინდივიდუალური მიდგომა – ექიმი პაციენტის კანის თავისებურებებს შეისწავლის და კონკრეტული შემთხვევისათვის შესაფერის ტექნიკას შეარჩევს. შემდგომში კოსმეტოლოგი პროცედურების შედეგებსა და კანის ქცევის დინამიკას აკვირდება, რაც საშუალებას აძლევს, ორგანული კომპლექსური მოვლა შეიმუშავოს.

ჩვენს საიტზე ყველა ის მიმართულება და მომსახურეობის ყველა სახეა წარმოდგენილი, რასაც პაციენტებს ვთავაზობთ, ნებისმიერ საკითხთან დაკავშრებით და მიღებაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ადმინისტრატორს ჩატში, ანდა ტელეფონით: 032 291 00 00. ასევე, თქვენთვის საინტერესო სპეციალისტთან მოსახვედრად, შეავსეთ ონლაინ-განაცხადი.

Подпишитесь на рассылку
о новых скидках и акциях

    Наши профили
    в социальных сетях