ოქტომბრის აქციები მედიში:
50%-მდე ფასდაკლებები და საჩუქრები!
ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ შთაბეჭდილებას და გამოცდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ პირველი ვიზიტი განსაზღვრავს ბავშვის შემდგომ დამოკიდებულებას პირის ღრუს მოვლის მიმართ. ბავბავშვთა ადრეულ ასაკში დაწყებული სწორი ჰიგიენა და სტომატოლოგიური მკურნალობა ყბა-კბილთა სისტემის სწორ და ჯანსაღ ფორმირებას უწყობს ხელს.
პატარა პაციენტის სტომატოლოგთან პირველ ვიზიტამდე აუცილებელია ოჯახის წევრის მიერ მისი წინასწარი ფსიქოლოგიური შემზადება, ხოლო ვიზიტისას ექიმის მიერ სწორად ინფორმირება ჩასატარებელ მანიპულაციებზე და სავარაუდო შეგრძნებებზე. აუცილებელია მშობელმა და ექიმმა ერთად იზრუნონ ბავშვის პოზიტიური განწყობის შექმნაზე. გარდა ამისა, კლინიკა მედის ექიმები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ბავშვების ინფორმირებულობის დონის გაზრდას და სწავლებას პირის ღრუს ჰიგიენის ნორმების დაცვის შესახებ.
რა მომსახურებებს სთავაზობს კლინიკა მედი ბავშვებს?
კლინიკა მედიში, ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართულებით, მომსახურების სრული სპექტრია წარმოდგენილი:
კბილების კარიესული მკურნალობა (მათ შორის ფერადი ბჟენები)
ახლად ამოჭრილი მუდმივი კბილების ჰერმეტიზაცია (კბილის ზედაპირის დამცავი შრით დაფარვა)
პროფესიონალური წმენდა (დეტალურად იხილეთ პროფესიონალური წმენდა)
ორთოდონტული მომსახურეობა (ფირფიტები, ბრეკეტები. დეტალურად იხილეთ ორთოდონტია)
რომელი ასაკიდან არის რეკომენდირებული სტომატოლოგთან პირველი ვიზიტის დაგეგმვა?
სარძევე კბილების ნაადრევად ამოღება ხშირ შემთხვევაში უცვლის მუდმივ კბილებს მდებარეობას, რაც იწვევს თანკბილვის დარღვევას. აღნიშნული პრობლემის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებულია სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი დაიგეგმოს ადრეული ასაკიდან – 3 წლიდან.
რამდენად ხშირად არის რეკომენდირებული სტომატოლოგთან ვიზიტი?
რეკომენდირებულია 3 წლიდან პაციენტის გეგმიური ვიზიტი სტომატოლოგთან წელიწადში 2-ჯერ, რაც ყბა-კბილთა სისტემის ლამაზი ესთეტიკისა და სწორად გამართული ფუნქციის წინაპირობაა.