ლაზერული ეპილაცია

ეპილაცია ალექსანდრიტის ლაზერით
9 GEL დან

ლაზერული ეპილაცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და თანამედროვე კოსმეტოლოგიური პროცედურაა, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან, მათ შორის მგრძნობიარე ზონებიდან ჭარბი თმის მოცილებაში გვეხმარება.

სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებისაგან ლაზერით ეპილაცია იმით განსხვავდება, რომ ლაზერული გამოსხივება თმის ღერს ფოლიკულასთან ერთად შლის. ეს საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე სეანსის შედეგად სამუდამოდ განვთავისუფლდეთ არასასურველი თმისაგან, რომელიც ესთეტიკურ დისკომფორტს გვანიჭებს.

ლაზერული ეპილაციის პროცედურა შესაფერისია როგორც ქალებისათვის, ისე მამაკაცებისთვისაც. ქალებისათვის ლაზერული ეპილაცია იდეალური გამოსავალია მგრძნობიარე ადგილებიდან არასასურველი თმის მოსაცილებლად. მაგალითად, ზედა ტუჩის თავზე ღინღლის ან ნიკაპზე ბეწვების მოსაცილებლად კატეგორიულად არარეკომენდირებულია საპარსის, ცვილის ან შუგარინგის გამოყენება. მსგავსი ხერხები ძლიერ დისკომფორტსაც მოგანიჭებთ და, ამასთან, ხანგრძლივ შედეგს ვერ მოგცემთ.
ამ მეთოდს მამაკაცებიც ხშირად მიმართავენ: წვერ-ულვაშის ყოველდღიური პარსვა დიდ დროს იკავებს და, ამასთან, პრობლემას კარდინალურად ვერ აგვარებს. იგივე ეხება იღლიებსა და ინტიმურ ზონასაც. ლაზერის მეშვეობით კი რამდენიმე სეანსში შეგიძლიათ გათავისუფლდეთ არასასურველი თმისაგან და პრობლემა დიდი ხნით დაივიწყოთ.

პროცედურის წინ რამდენიმე მარტივი წესის გათვალისწინება მოგვიწევს:

  • პროცედურამდე და მის შემდეგ ორ-ორი კვირის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული მზეზე გარუჯვა და სოლარიუმში მისვლა;
  • ეპილაციამდე რამდენიმე დღით ადრე ჯობს შეზღუდოთ იმ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, რომელთა შემადგენლობაშიც სპირტი შედის;
  • კურსის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე თმის მოსაშორებლად მხოლოდ საპარსი გამოიყენეთ, გამორიცხეთ დეპილატორები, ცვილისა და შაქრის შემცველი საშუალებები;
  • თუკი ამ პერიოდში რაიმე სამედიცინო პრეპარატებს იღებთ, ამასთან დაკავშირებით კოსმეტოლოგს დამატებით მოეთათბირეთ.

ღია ფერის კანიდან მუქი თმის მოსაცილებლად საუკეთესო საშუალებად ალექსანდრიტის ლაზერი გვევლინება. გარუჯული კანიდან მუქი ფერის თმის მოსაცილებლად გამოიყენება დიოდური ლაზერი რომელიც ლაზერულ კოსმეტოლოგიაში ტრადიციულად ითვლება.
პროცედურა უკონტაქტოდ მიმდინარეობს, ამიტომაც კანის წინასწარ დამუშავებას არ მოითხოვს. ერთადერთი, რაც მოგიწევთ: გაიკეთოთ თვალის დამცავი სათვალე, მოდუნდეთ და კოსმეტოლოგს მიენდოთ.

სპეციალისტი კანის შერჩეულ ზონას ლაზერული სხივით ამუშავებს. სხივის ენერგია თმის ღერს აცხელებს რის შედეგადაც ის სუსტდება და კანს სცილდება. ლაზერული ეპილაცია უმტკივნეულოა და არავითარ დისკომფორტს არ ქმნის, რადგან აპარატი მუდმივი გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც ნებისმიერ უარყოფით შეგრძნებას გამორიცხავს. დასამუშავებელი მონაკვეთის ფართობიდან გამომდინარე მთელი პროცედურა 10-დან 100 წუთამდე გრძელდება.

კურსის შედეგი და ხანგრძლივობა:
არასასურველ თმას სამუდამოდ რომ დავემშვიდობოთ, საამისოდ 4-8 სეანსისაგან შემდგარი კურსის გავლაა საჭირო (მამაკაცებისათვის კურსმა შეიძლება 10 სეანსიც შეადგინოს). სეანსების რაოდენობა ინდივიდუალურად განისაზღვრება ორგანიზმის თავისებურებების, პრობლემის გამოხატვის დონისა და კანის მდგომარეობიდან გამომდინარე.

ლაზერით ეპილაციის შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაში კანი ყოველგვარი გაღიზიანების გარშე სიგლუვეს შეინარჩუნებს, გამორიცხულია ბეწვების კანში შეზრდაც, რაც პარსვისას საკმაოდ ხშირია.

კლინიკები

გლდანი, ბიზნეს ცენტრი "მარიამი”, III სართული
დიღმის მასივი, III კვარტალი, II კორპუსი
ვარკეთილის მეტრო, ბიზნეს ცენტრი ფენიქსი, II სართული
ვაზისუბნის მე-2 მ/რ, სავაჭრო ცენტრის I სართული

ექიმები

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

პაციენტების შეფასებები

ყველა შეფასება

სხვა პროცედურები

გამოიწერე სიახლეები
ფასდაკლებები და აქციები

    სოციალური ქსელის პროფილები