პაროდონტოლოგია

ანთებითი დაავადებების მკურნალობა
50 GEL დან

პაროდონტიტი კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კბილების დაკარგვა.

პაროდონტიტის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს:

ნადების დაგროვების შედეგად წარმოქმნილი ბაქტერიული საფარი
დაქვეითებული იმუნიტეტი
გენეტიკური ფაქტორი
თამბაქოს მოხმარება
მედიკამენტები
სტრესი
არასწორი კვება
როგორ ვითარდება პაროდონტიტი?
კბილის ზედაპირზე ნადების დაგროვების შედეგად სწრაფად მრავლდებიან პათოგენური (დაავადების გამომწვევი) ბაქტერიები, რის შედეგადაც ვითარდება გინგივიტი ანუ ღრძილების ანთება. იმ შემთხვევაში თუ პაციენტმა არ ჩატარდა ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, ბაქტერიები აღწევენ უფრო ღრმა შრეებში, კბილის ფესვის ზედაპირზე და ვითარდება პაროდონტიტის დაავადება.

რა სიმპტომები ახასიათებს პარადონტიტს?

სისხლდენა ღრძილებიდან
ვიზუალური დისკომფორტი (ზომაში მომატებული წითელი ფერის ღრძილები)
უსიამოვნო სუნი პირს ღრუში
კბილების მორყევა

იმ შემთხვევაში თუ შეგაწუხათ აღნიშნული სიმპტომებიდან ერთ-ერთმა მაინც დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუმცა ძალან ხშირად პაროდონტიტი ვითარდება უსიმპტომოდ და მისი აღმოჩენა მხოლოდ ექიმ-პაროდონტოლოგს შეუძლია.

როგორ ხდება პარადონტიტის მკურნალობა?
კლინიკა მედიში პაროდონტიტის დაავადების მკურნალობა ხდება მსოფლიოში აღიარებული ყველაზე ეფექტური მეთოდებით:

  1. დიოდური ლაზეროთერაპიით (low level laser therapy – LLLT)
  2. სქეილინგი ფესვის ინსტრუმენტირებით (scaling and root planing – SRP)

პროცედურის შემდეგ პაციენტს არ აქვს დისკომფორტი და ტკივილი. პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო და არ საჭიროებს ინექციურ ანესთეზიას.

კლინიკები

ექიმები

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

პაციენტების შეფასებები

ყველა შეფასება
გამოიწერე სიახლეები
ფასდაკლებები და აქციები

    სოციალური ქსელის პროფილები