ცერეკი

კბილების კერამიკული რესტავრაცია
545 GEL დან

ცერეკ-ი (CEREC AC) წარმოადგენს უახლეს და უნიკალურ კომპიუტერულ ტექნოლოგიას თანამედროვე სტომატოლოგიაში. ცერეკის აპარატის საშუალებით დღეს უკვე შესაძლებელია 2 საათში აღიდგინოთ ნებისმიერი მოტეხილი ან ჩამოშლილი კბილი.

CEREC AC სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ კბილის კონსტრუქცია და დავამზადოთ ბიოთავსებადი, ბუნებრივი კბილების სტრუქტურასთან მაქსიმალურად მიახლოებული რესტავრაციები (გვირგვინები, ვინირები, ჩანართები, ხიდისებრი პროთეზები და ა.შ.).
ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით კბილის ტექნიკის სამუშაოს ასრულებს კომპიუტერი, იუველირული სიზუსტით. ჩვეულებრივი ანაბეჭდის ნაცვლად ექიმი გამოიყენებს დელიკატურ ოპტიკურ ანაბეჭდს. მიღებული კონსტრუქცია იმდენად ზუსტია, რომ არ საჭიროებს კორექტირებას.

რისგან მზადდება რესტავრაციები?
რესტავრაციები მზადდება მაღალხარისხიანი, უმეტალო, მყარი კერამიკისაგან, ან ცირკონიუმის ოქსიდისაგან!

რა არის CEREC AC -ის მთავარი უპირატესობები?

  • აღდგენა მხოლოდ ერთ ვიზიტში
  • ოპტიკური ანაბეჭდი
  • რესტავრაციები მეტალის გარეშე
  • მაღალი ესთეტიურობა
  • კბილის ქსოვილის მინიმალური დამუშავება
  • გარანტირებული და მდგრადი შედეგი

რა ეტაპებისგან შედგება პროცედურა?
სარესტავრაციო არე იფარება სპეციალური ფხვნილით და 3D კამერის მეშვეობით გამოსახულება გამოდის მონიტორზე, ექიმი ამოდელირებს კბილს და მთელი ეს ინფორმაცია გადაეცემა ციფრულ, ლაბორატორიულ ჩარხს. 10 წუთის შემდეგ მზად არის კონსტრუქცია, რომელიც შეესაბამება პაციენტის თანკბილვას, მეზობელი კბილის ფორმას და ეს ყველაფერი კეთდება ანაბეჭდებისა და დროებითი გვირგვინების დამზადების ეტაპების გარეშე.

კლინიკები

ექიმები

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

პაციენტების შეფასებები

ყველა შეფასება
გამოიწერე სიახლეები
ფასდაკლებები და აქციები

    სოციალური ქსელის პროფილები