ნოემბრის აქციები მედიში:
25%-მდე ფასდაკლებები!
ფირფიტები გამოიყენება ბავშვთა ორთოდონტიაში, რომელიც გულისხმობს ბავშვთა ადრეულ ასაკში დაწყებულ ორთოდონტიულ მკურნალობას, თანკბილვის კორექციას.
მკურნალობისათვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატები. სარძევე ან ცვლადი თანკბილვის პერიოდში ფირფიტოვანი აპარატი გავლენას ახდენს ყბის ძვლის ზრდასა და ფორმირებაზე და უზრუნველყოფს ბავშვის ყბა-კბილთა სისტემის ნორმალურ ჩამოყალიბებას. გარდა ამისა ეხმარება პაციენტს იმ მავნე ჩვევების აღმოფხვრაში, რაც განაპირობებს ყბა-კბილთა სისტემის დისფუნქციას.
რომელ ასაკშია რეკომენდირებული მკურნალობის დაწყება?
ბავშვის პირველი ვიზიტის დაგეგმვა ორთოდონტთან რეკომენდირებულია 4-5 წლიდან. მკურნალობის ხანგრძლივობა შესაძლოა გაგრძელდეს 6 თვიდან 3 წლამდე.
რამდენად კომფორტულია კონსტრუქცია ბავშვისთვის?
ბავშვები სულ რაღაც 2-3 დრეში ეჩვევიან კონსტრუქციას, რადგან დამზადებულია მაღალი სიზუსტით.