-10% ფასდაკლება თერმაჟზე

№1 მეთოდი აპარატურულ გაახალგაზრდავებაში, რომელიც ეფექტურად აჩერებს დაბერების პროცესს 5 წელი.
აქციის ვადა
ძალაშია 30 ნოემბერი 2024
აქცია
-10% ფასდაკლება
ვისზე ვრცელდება
შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს

№1 მეთოდი აპარატურულ გაახალგაზრდავებაში, რომელიც ეფექტურად აჩერებს დაბერების პროცესს.
თერმაჟი არის კანის გაახალგაზრდავების პროცედურა, რომლის დროსაც რადიოტალღების მეშვეობით კანს მიეწოდება სითბური ენერგია და ხდება კოლაგენის სინთეზის სტიმულაცია -წარმოიქმნება ახალი კოლაგენის ბოჭკოები და ხდება მოდუნებული კოლაგენური ბოჭკოების გაახალგაზრდავება.

რამდენი პროცედურა უნდა ჩავიტარო შედეგის მისაღებად ?
ამ უნიკალური პროცედურის მხოლოდ ერთი სეანსია საჭირო, რომ რამოდენიმე წლით გაახალგაზრდავდეთ: თერმაჟი არა მხოლოდ ლიფტინგის ეფექტის მიღწევაში გვეხმარება, არამედ იმაშიც, რომ მიღწეული შედეგები რამოდენიმე წლით შევინარჩუნოთ.

რამდენად ხანგრძლივია ეფექტი ?
მიღწეული შედეგები რამოდენიმე წელი გრძელდება. თერმაჟის უნიკალურობა მდგომარეობს იმაშიც, რომ ეფექტი პროცედურის შემდგომ ყოველთვიურად მატულობს. გაახალგაზრდავების მეთოდებს შორის თერმაჟს დღეისათვის წამყვანი პოზიცია უჭირავს. იგი მაქსიმალური და მდგრადი ეფექტის მიღწევის საშუალებას იძლევა.

რა შედეგი აქვს თერმაჟს ?
თერმაჟი ყველაზე ძლიერი თერაპიული მეთოდია, ლიფტინგ მეთოდებს შორის რაც კი დღეისათვის არსებობს. არ ტოვებს ნაწიბურებს, არ იწვევს გვერდით მოვლენებს და არ ითხოვს სარეაბილიტაციო ვადებს. პროცედურის დამთავრებისთანავე ადამიანი შესამჩნევად ახალგაზრდულად გამოიყურება: ლიფტინგის ნიშნები ნათლად ჩანს თვალის მიდამოებში, შუბლსა და ყვრიმალებზე, ყელზე და დეკოლტის არეში.

როგორ მოვემზადოთ პროცედურისთვის ?
პაციენტს განსაკუთრებული მომზადება არ ესაჭიროება და პროცედურა დაახლოებით საათნახევარს გრძელდება. პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

თერმაჟის პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია 5 წელიწადში ერთხელ.

რეგისტრაცია
ადმინისტრატორი დაგირეკავთ უახლოეს სამუშაო საათებში, რათა დაგეგმოთ ვიზიტი თქვენთვის მოსახერხებელ დროს

    გამოიწერე სიახლეები
    ფასდაკლებები და აქციები

      სოციალური ქსელის პროფილები