MCT  უჯრედული გაახალგაზრდავება ეგზოსომების საშუალებით

870 GEL დან

MCT (Meta Cell Technology) წარმოადგენს თანამედროვე რეგენერაციულ მეთოდს, რომელიც ეფუძნება პაციენტის საკუთარი პლაზმის ბიოტექნოლოგიურ აქტივაციას. სპეციალური დამუშავების პროცესში ხდება თრომბოციტების, ზრდის ფაქტორებისა და ეგზოსომების მაქსიმალური გამოთავისუფლება, რაც ასტიმულირებს ქსოვილთა აღდგენით მექანიზმებს უჯრედულ დონეზე.

როგორ მუშაობს MCT?

სპეციალური ტექნოლოგია ააქტიურებს პლაზმას შემდეგი მიზნებისთვის:

  • კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება
  • უჯრედული მეტაბოლიზმის სტიმულირება
  • ორგანიზმის საკუთარი ეგზოსომების წარმოების გაზრდა
  • კანის ღრმა რეგენერაცია

ეს პროცესები იწვევს კანის სტრუქტურის, სიმკვრივისა და საერთო იერის თანდათანობით გაუმჯობესებას.

ეგზოსომები მიკროვეზიკულებია, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედშორის კომუნიკაციაში და გადამწყვეტ როლს ასრულებენ რეგენერაციასა და ანთებითი პროცესების მოდულაციაში. მათი აქტივაცია ხელს უწყობს:

  • კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის გაძლიერებას
  • კანის სტრუქტურისა და სიმკვრივის გაუმჯობესებას
  • უჯრედული მეტაბოლიზმის რეგულაციას

MCT მუშაობს თქვენი ორგანიზმის საკუთარი რეგენერაციული მექანიზმებით  სინთეზური ნივთიერებებისა და ქიმიური დანამატების გარეშე.

როგორ მუშაობს პროცედურა?

ბიოაქტივაციის შედეგად იწყება კანის ღრმა განახლების პროცესი, რაც იწვევს:

  • კანის ტონუსისა და ელასტიურობის გაუმჯობესებას
  • ტექსტურის გასწორებას
  • ფოტოდაზიანების ნიშნების შემცირებას
  • რეგენერაციული პროცესების ბუნებრივ გააქტიურებას

პროცედურა არ ქმნის ხელოვნურ მოცულობას  მისი მიზანია კანის ხარისხის რეალური, ბიოლოგიური გაუმჯობესება.

ჩვენებები

MCT რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომელთაც სურთ:

  • არაინვაზიური უჯრედული გაახალგაზრდავება
  • კანის ხარისხისა და ბზინვარების აღდგენა
  • რეგენერაციული პროცესების სტიმულირება
  • თავის კანის ბიოსტიმულაცია (თმის ცვენის დროს)

განსაკუთრებით სასურველია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ, ავტოლოგიურ თერაპიას.

მკურნალობის კურსი


MCT თერაპიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მომენტალური შედეგიაგააქტიურებული ეგზოსომების წყალობით, კანი გაცილებით სწრაფად მშვიდდება:

  • პირველადი ბზინვარება შესამჩნევია 7-10 დღეში
  • სრული რესტრუქტურიზაცია ვითარდება 4-8 კვირის განმავლობაში
  • რეკომენდებული კურსი: 3 პროცედურა
  • ინტერვალი: 4 კვირა

რეაბილიტაცია

MCT თერაპია ხასიათდება მინიმალური რეაბილიტაციის პერიოდით:

  • 2–4 საათი  შესაძლებელია მსუბუქი ჰიპერემია
  • პაციენტი უბრუნდება ჩვეულ სოციალურ აქტივობას იმავე დღეს
  • რეკომენდებულია 12 საათით დეკორატიული კოსმეტიკისგან თავშეკავება და 48 საათით საუნის/ინტენსიური თერმული ზემოქმედების შეზღუდვა.

MCT  ეს არის უჯრედული გაახალგაზრდავება, რომელიც ააქტიურებს თქვენი ორგანიზმის ბუნებრივ რესურსს და უზრუნველყოფს კანის ხარისხის სტაბილურ, ფიზიოლოგიურ გაუმჯობესებას.

კლინიკები

ექიმები

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

პაციენტების შეფასებები

ყველა შეფასება
გამოიწერე სიახლეები
ფასდაკლებები და აქციები

    სოციალური ქსელის პროფილები