BBL AI მხარდაჭერით

რევოლუციური თერაპია დაბერების წინააღმდეგ
270 GEL დან

BLL AI მხარდაჭერით კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური და არაქირურგიული მეთოდი

სიახლე საქართველოში პირველად კლინიკა Medi-ში

BBL HERO ic არის მოწინავე აპარატული თერაპია, რომელიც იყენებს ინტენსიურ სინათლის ენერგიას და
ხელოვნური ინტელექტის (AI) მხარდაჭერით ზუსტად არჩევს ინდივიდუალურ პარამეტრებს თითოეული კანისთვის.
ეს ტექნოლოგია ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, რაც უზრუნველყოფს კანის გაახალგაზრდავებას და ბუნებრივი რეგენერაციის გააქტიურებას.

BBL თერაპია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ, უსაფრთხო და უმტკივნეულო მკურნალობად,
რომელიც წარმატებით გამოიყენება როგორც ასაკობრივი ცვლილებების, ისე სხვადასხვა დერმატოლოგიური პრობლემის სამკურნალოდ.

BBL პროცედურის უპირატესობები

  • უსაფრთხო და უმტკივნეულო – პროცედურისას პაციენტი არ განიცდის დისკომფორტს
  • მყისიერი და ხანგრძლივი ეფექტი – პირველივე სეანსის შემდეგ შესამჩნევი შედეგი
  • მრავალფუნქციური მიდგომა – განკუთვნილია კანის მრავალფეროვანი პრობლემის სამკურნალოდ
  • არ საჭიროებს რეაბილიტაციას – პროცედურის შემდეგ პაციენტი დაუყოვნებლივ უბრუნდება ყოველდღიურ ცხოვრებას

რისთვის არის რეკომენდებული BBL?

BBL თერაპია მრავალმხრივია და ეხმარება კანის სხვადასხვა პრობლემას:

  • გაახალგაზრდავება და ტონის გათანაბრება – აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ელასტიურობას
  • აკნეს მკურნალობა – ეფექტურად ებრძვის ანთებით პროცესებს, აქრობს სიწითლეს და გამონაყარს
  • პიგმენტური ლაქების შემცირება – აბსორბირებს არასასურველ მელანინს და ათანაბრებს კანის ფერს
  • როზაცეასა და ზედაპირული კაპილარების მკურნალობა – აქრობს სისხლძარღვოვან ლაქებს და სიწითლეს

როგორ ტარდება პროცედურა?

BBL მკურნალობა სრულიად უსაფრთხო და კომფორტულია. პროცედურის მსვლელობისას სპეციალური ფილტრები უზრუნველყოფს სინათლის ენერგიის ზუსტ მიწოდებას კანის სხვადასხვა ფენაზე.

  • პროცედურის ხანგრძლივობა: 30-60 წუთი (ზონიდან გამომდინარე)
  • ტკივილის დონე: მინიმალური ან სრულიად უმტკივნეულო
  • შედეგი: შესამჩნევია პირველივე სეანსიდან და პროგრესირებს მომდევნო თვეების განმავლობაში

რეკომენდაციები და რეაბილიტაცია

BBL პროცედურა არ საჭიროებს რეაბილიტაციას, თუმცა მაქსიმალური შედეგისთვის საჭიროა გარკვეული რეკომენდაციების დაცვა:

პირველ 24 საათში – მცირე სიწითლე, რომელიც მალევე ქრება; პირველ დღეებში – აუცილებელია მზისგან დაცვა და SPF 50+ გამოყენება;კანის სრულფასოვანი რეგენერაციისთვის – არ არის რეკომენდებული აქტიური გარუჯვა 2-4 კვირის განმავლობაში

სურათები

კლინიკები

ექიმები

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

პაციენტების შეფასებები

ყველა შეფასება
გამოიწერე სიახლეები
ფასდაკლებები და აქციები

    სოციალური ქსელის პროფილები