მარტის აქციები მედიში:
30%-მდე ფასდაკლებები!

ვიდეო მიუწვდომელია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი. პროფესიული განათლება განაგრძო რეზიდენტურის პროგრამით სტომატოლოგიის კლინიკასა და კვლევით ცენტრ “უნიდენტში”, სადაც მიენიჭა სახელმწიფო სერთიფიკატი თერაპიულ სტომატოლოგიაში. პარალელურად, პირის ღრუს ქირურგიის მიმართულებით რეზიდენტურა გაიარა სასწავლო-კვლევით ცენტრ “დენტივერი XXI”-ში.
სპეციალისტი სიღრმისეულად დაეუფლა თანამედროვე ენდოდონტიის მეთოდებსა და ტექნოლოგიებს. სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო ასოციაცია IDEA-ს ბაზაზე გაიარა “თანამედროვე ენდოდონტიის კურსი”, ხოლო სასწავლო-კვლევით ცენტრ “უნიდენტში” გაიარა სპეციალიზებული ტრენინგი: “ენდოდონტიური ბუნიკების უსაფრთხო მოხმარება პროგნოზირებადი ენდოდონტიური შედეგების მისაღებად”.
აღნიშნული კვალიფიკაცია მას საშუალებას აძლევს, პრაქტიკაში დანერგოს კბილის არხების მკურნალობის უახლესი სტანდარტები და უზრუნველყოს პაციენტთა მკურნალობის მაღალი სიზუსტე როგორც თერაპიულ, ისე ქირურგიულ სტომატოლოგიაში.
2023წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სტომატოლოგიის ფაკულტეტი
2024წ. – სტომატოლოგიის კლინიკა და კვლევითი ცენტრი “უნიდენტი” რეზიდენტურა თერაპიული სტომატოლოგია
2024წ. – სტომატოლოგიური სასწავლო კვლევითი ცენტრი “დენტივერი XXI” რეზიდენტურა პირის ღრუს ქირურგია
2024წ. – სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო ასოციაცია IDEA- “თანამედროვე ენდოდონტიის კურსი
2026წ. – სასწავლოკვლევითი ცენტრი “უნიდენტი” ტრენინგი-“ენდოდონტიური ბუნიკების უსაფრთხო მოხმარება პროგნოზირებადი ენდოდონტიური შედეგების მისაღებად