სექტემბრის აქციები მედიში:
30%-მდე ფასდაკლებები!
ყბა-სახის ქირურგი და იმპლანტოლოგი, რომელსაც 20-წლიანი გამოცდილება აქვს ქირურგიაში და 15-წლიანი პრაქტიკა იმპლანტოლოგიაში.
დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და გაიარა 4-წლიანი რეზიდენტურა ყბა-სახის ქირურგიის მიმართულებით.
ფლობს მრავალრიცხოვან სერტიფიკატებსა და გავლილი აქვს გადამზადების კურსები. მისი სპეციალიზაცია მოიცავს დენტალურ იმპლანტაციას და პირის ღრუს ქირურგიულ მანიპულაციებს.
2004 წ. – წარჩინებით დაასრულა თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სრული კურსი და მიენიჭა ზოგადი პროფილის ექიმი-სტომატოლოგის კვალიფიკაცია.
2009 წ. – მოიპოვა სახელმწიფო სერტიფიკატი “ყბა-სახის ქირურგიაში”
2009 წ. – მონაწილეობა მიიღო კურსში “ორალური იმპლანტოლოგიური ქირურგია და პროთეზირება”.
2012 წ. – მონაწილეობა მიიღო ბერლინში იმპლატოლოგიის სპეციალურ ტრენინგში.
2014 წ. – მონაწილეობა მიიღო კურსში “შესავალი ორალური იმპლანტოლოგიის ტექნიკაში”.
2015 წ. – დაესწრო ვორქშოფს “კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენება სტომატოლოგიური იმპლანტოლოგიისთვის”.
2015 წ. – მონაწილეობა მიიღო კურსში “ძვლის აუგმენტაცია”.