მაისის აქციები მედიში:
40%-მდე ფასდაკლებები!
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და გაიარა რეზიდენტურა დერმატო-ვენეროლოგიის განხრით. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დაეუფლა ესთეტიკური მედიცინის სრულ სპექტრს, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, ჩეხეთში და ხორვატიაში.
თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახისა და სხეულის მოდელირების ინექციურ და აპარატურულ მეთოდებს. ასევე ფლობს სახისა და სხეულის გაახალგაზრდავების ინექციურ ტექნიკებს.
მუდმივად გადის კვალიფიკაციის ასამაღლებელ მასტერკლასებს მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან.
2007 წ. – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დერმატო-კოსმეტოლოგიის სპეციალობით.
2012 წ. – გაიარა ლაზეროთერაპიის სასწავლო კურსი საქართველოს ლაზერული მედიცინის ასოციაციაში.
2012 წ. – მიიღო ტრენინგი ლაბორატორია FILORGA-ში მეზოთერაპიასა და ინექციურ ტექნოლოგიებში.
2013 წ. – გაიარა “Germaine de Capuccini”-ს სასერთიფიკატო კურსი კოსმეტოლოგიასა და სხეულის მოვლის პროგრამებში
2015 წ. – დაასრულა პრეპარატ დისპორტის გამოყენების სასერთიფიკატო კურსი ესთეტიკურ მედიცინაში.