სექტემბრის აქციები მედიში:
30%-მდე ფასდაკლებები!
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი. გაიარა რეზიდენტურა და მიენიჭა სახელმწიფო სერთიფიკატი თერაპიულ და ორთოპედიულ სტომატოლოგიაში.
ფლობს კბილის არხების ენდოდონტიური, ლორწოვანი გარსის პაროდონტოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.დაეუფლა კბილის არხის აპარატურული დამუშავებას მიკროსკოპის გამოყენებით, ასევე დაეუფლა მიკროპროტეზირების უმეტალო და მეტალოკერამიკული კონსტრუქციის დამზადების ტექნოლოგიებს Ivoclar Vivadent- ის ბაზაზე და მიენიჭა სერთიფიკატი ციფრულ სტომატოლოგიაში.
არის ესთეტიკური რეკონსტრუქციის მეთოდებით მკურნალობის სპეციალისტი – პირდაპირ (ბჟენები) და არაპირდაპირ (კერამიკული მასალით) აღდგენით სტომატოლოგიაში.
არის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი.
2000 წ. – დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სრული კურსი და მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია.
2000-2001 წ. – სტომატოლოგიურ კლინიკა “უნიდენტში” გაიარა გრძელვადიანი სპეციალიზაცია-რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში.
2002 წ. – მოიპოვა სახელმწიფო სერტიფიკატი “თერაპიულ სტომატოლოგიაში”.
2006 წ. – მოიპოვა სახელმწიფო სერტიფიკატი “ზოგადი პროფილის ექიმი – სტომატოლოგიაში”.
2016 წ. – მოიპოვა სახელმწიფო სერტიფიკატი “ ორთოპედიულ სტომატოლოგიაში”.