სექტემბრის აქციები მედიში:
30%-მდე ფასდაკლებები!
დერმატო-კოსმეტოლოგი ტატა დოღანაძე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს „მედი“ კლინიკაში და პაციენტებს სთავაზობს თანამედროვე ესთეტიკურ პროცედურებს.დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მიღებული აქვს დერმატო-ვენეროლოგის სახელმწიფო სერტიფიკატი და გავლილი აქვს სამედიცინო კოსმეტოლოგიისა და ესთეტიკური თერაპიის სრული კურსი. მუდმივად ახდენს ცოდნის განახლებას ტრენინგებისა და პროფესიული პროგრამების მეშვეობით, რაც პაციენტებს უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტურ შედეგებს.
2010 წ. – დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი სამკურნალო საქმის სპეციალობით.
2011-2014 წ. – მომზადდა სარეზიდენტო პროგრამით “დერმატოვენერელოგია”.
2014 წ. – წარმატებით გაიარა ტუჩის აუგმენტაციის კურსი.
2014 წ. – მოიპოვა სახელმწიფო სერტიფიკატი “დერმატო-ვენეროლოგიაში”.
2022 წ. – შეისწავლა სამედიცინო კოსმეტოლოგიისა და ესთეტიკური თერაპიის სრული კურსი.