კოსმეტოლოგია

ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები თქვენი ჰარმონიული გარეგნობის შესაქმნელად
სერვისები
ფილტრი
სერვისის ფილტრები
აქციები:
გაუქმება
დადასტურება

აქციები

-10% ფასდაკლება პილინგზე
ქიმიური პილინგი გაახალგაზრდავების კოსმეტოლოგიური პროცედურაა
ძალაშია 31.01.2025
-20% ფასდაკლება ფილერებზე
ისარგებლეთ -20% ფასდაკლებით
ძალაშია 31.01.2025
-20% ფასდაკლება მეზოთერაპიაზე
ვიტამინების პროცედურის მეშვეობით ხდება: კანის დატენიანება, ნაოჭების შემცირება, აკნესა და როზაცეის მკურნალობა, პიგმენტაციის შემცირება კანის ტონუსში მოყვანა, კანის ფერისა და სტრუქტურის გაუმჯობესება.
ძალაშია 31.01.2025
-20% ფასდაკლება ბიორევიტალიზაცია/ბუსტერზე
ბიორევიტალიზაცია ქირურგიული ჩარევის გარეშე, ბუნებრივი ჰიალურონის მჟავას შეყვანის მეშვეობით, კანის გაახალგაზრდავების მეთოდია
ძალაშია 31.01.2025
-10 % ფასდაკლება პლაზმოთერაპიაზე
ეს არის გაახალგაზრდავების ინოვაციური მეთოდი, ორგანიზმის რესურსების გამოყენებით. შემუშავებულია შვეიცარული კომპანიის – REGENLAB მიერ.
ძალაშია 31.01.2025
-5% ფასდაკლება მეზოძაფები
ძაფი გამოიყენება წვრილი ხაზების და ნაოჭების გასასწორებლად, კანის გასამკვრივებლად სახესა და სხეულზე, მსუბუქი მოცულობის მისაღწევად და კანის გასაახალგაზრდავებლად. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ყელის არესა და ყბის ხაზის გარშემო.
ძალაშია 31.01.2025
-15% ფასდაკლება ულტრაფორმერზე
ულთრა ფორმერი წარმოადგენს თანამედროვე აპარატურულ ტექნოლოგიას, რომელიც გამოიყენება სახის კანის ლიფტინგისთვის. არაქირურგიული, არაინვაზიური და კომფორტული პროცედურით დღეს უკვე შესაძლებელია გაახალგაზრდავება და დაბერების პროცესის მინიმუმ 2 წლით შეჩერება.
ძალაშია 31.08.2024
კოსმეტოლოგიის პროცედურები დაგეხმარებათ მუდამ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ და თავდაჯერებულობა შეინარჩუნოთ. ულტრაბგერითი ან მექანიკური ხერხით სახის გაწმენდა, სხვადასხვა წმენდის კომბინაციები, ნიღბები და მასაჟები ებრძვის გამონაყარსა და შეშუპებებს, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ამკვრივებს კანს, ანიჭებს მბზინვარებას და ათავისუფლებს დაღლილობის ნიშნებისგან.

პილინგები სახის კანის ფერსა და რელიეფს ათანაბრებს, აქრობს პოსტაკნეს კვალს და არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს. პროცედურა შეიძლება იყოს როგორც რბილი, ასევე ინტენსიური — ექიმი შეარჩევს თქვენთვის ყველაზე ეფექტურ ნაერთს.

ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „მედიესთეტიკის“ ექიმები თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად არჩევენ პროცედურებს. წინასწარ ხდება კანის მდგომარეობისა და თავისებურებების შეფასება, რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ.

შედეგები შესამჩნევია უკვე პირველივე პროცედურის შემდეგ, ხოლო მთლიანი კურსის გავლისას იგრძნობთ გაახალგაზრდავებას და დატკბებით მოვლილი კანით.

ჩვენი უპირატესობები:

ესთეტიკური კოსმეტოლოგია ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ სფეროს განვითარებას, თვალყურს ვადებნებთ ყველა ინოვაციას, ვიყენებთ ახალ ეფექტურ მეთოდიკებს. პაციენტები თავიანთ სილამაზეს ჩვენი მუშაობის შემდეგი ძირითადი პლიუსების გამო გვანდობენ:

• ლიცენზირებული საქმიანობა – ესთეტიკური მედიცინის ცენტრმა აპარატული კოსმეტოლოგიის სფეროში უმაღლესი აკრედიტაცია დაიმსახურა. კლინიკაში მხოლოდ დიპლომირებული სპეციალისტები მუშაობენ.

• ახალი ტექნოლოგიების გამოყენება- სპეციალისტები რეგულარულად იმაღლებენ კვალიფიკაციას, მონაწილეობენ დარგობრივ კონფერენციებსა და მასტერკლასებში, ამიტომაც ყველა უსაფრთხო თანამედროვე ტექნოლოგიას ფლობენ. ჩვენი საპროცედურო კაბინეტები ტექნიკის უახლესი მოდელებითაა აღჭურვილი.

• ინდივიდუალური მიდგომა – ექიმი პაციენტის კანის თავისებურებებს შეისწავლის და კონკრეტული შემთხვევისათვის შესაფერის ტექნიკას შეარჩევს. შემდგომში კოსმეტოლოგი პროცედურების შედეგებსა და კანის ქცევის დინამიკას აკვირდება, რაც საშუალებას აძლევს, ორგანული კომპლექსური მოვლა შეიმუშავოს.

ჩვენს საიტზე ყველა ის მიმართულება და მომსახურეობის ყველა სახეა წარმოდგენილი, რასაც პაციენტებს ვთავაზობთ, ნებისმიერ საკითხთან დაკავშრებით და მიღებაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ადმინისტრატორს ჩატში, ანდა ტელეფონით: 032 291 00 00. ასევე, თქვენთვის საინტერესო სპეციალისტთან მოსახვედრად, შეავსეთ ონლაინ-განაცხადი.

კოსმეტოლოგები

გამოიწერე სიახლეები
ფასდაკლებები და აქციები

    სოციალური ქსელის პროფილები