ნოემბრის აქციები მედიში:
25%-მდე ფასდაკლებები!
აპარატული კოსმეტოლოგია
აპარატული კოსმეტოლოგია გვეხმარება კანის სინორჩის, დრეკადობისა და სიგლუვის შენარჩუნებაში, ჭიმებისა და იარების გამოვლენის მინიმიზაციაში, ცელულიტისა და აკნეს მოცილებაში.
მისი ზეგავლენის ეფექტურობას დერმასა და კანქვეშა ბადურას ღრმა ფენებში შეღწევა განსაზღვრავს. კანის შინაური კოსმეტიკური მოვლა ამას ვერ შეედრება. ამასთან, პროცედურები უმტკივნეულოა, რეაბილიტაციის ხანგრძლივ პერიოდს არ მოითხოვს და არც ალერგიულ რეაქციებს იწვევს.
მიკროდენები, ლაზერი, ულტრაბგერები, სინათლის ტალღები კანქვეშ რამდენიმე მილიმეტრის სიღრმეზე აღწევს. ამის შედეგად ორგანიზმი უფრო აქტიურად გამოყოფს საკუთარ კოლაგენსა და ელასტინს. ამგვარად, გაახალგაზრდავება და დარღვევების აღდგენა შიგნიდან ხდება. ეს ბევრად უფრო მდგრად შედეგს უზრუნველყოფს, ვიდრე კრემის, ლოსიონის ან შრატის გამოყენება.
ცვლილებები თვალშისაცემი ხდება კოსმეტოლოგთან პირველივე ვიზიტის შემდეგ. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად რამდენიმესეანსიანი კურსია საჭირო. ექიმები გირჩევენ, აპარატული პროცედურები ინექციურს შეუნაცვლოთ: ეს მაქსიმალურად თვალსაჩინო შედეგს მოგცემთ.
ჩვენი უპირატესობები
ესთეტიკური კოსმეტოლოგია ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ სფეროს განვითარებას, თვალყურს ვადებნებთ ყველა ინოვაციას, ვიყენებთ ახალ ეფექტურ მეთოდიკებს. ქალბატონები თავიანთ სილამაზეს ჩვენი მუშაობის შემდეგი ძირითადი პლიუსების გამო გვანდობენ:
• ლიცენზირებული საქმიანობა. ესთეტიკური მედიცინის ცენტრმა აპარატული კოსმეტოლოგიის სფეროში უმაღლესი აკრედიტაცია დაიმსახურა. შტატში მხოლოდ დიპლომირებული სპეციალისტები მუშაობენ.
• ახალი ტექნოლოგიების გამოყენება. სპეციალისტები რეგულარულად იმაღლებენ კვალიფიკაციას, მონაწილეობენ დარგობრივ კონფერენციებსა და მასტერკლასებში, ამიტომაც ყველა უსაფრთხო თანამედროვე ტექნოლოგიას ფლობენ. ჩვენი საპროცედურო კაბინეტები ტექნიკის უახლესი მოდელებითაა აღჭურვილი.
• ინდივიდუალური მიდგომა. ექიმი პაციენტის კანის თავისებურებებს შეისწავლის და სამუშაოს კონკრეტული შემთხვევისათვის შესაფერის ტექნიკას შეარჩევს. შემდგომში კოსმეტოლოგი პროცედურების შედეგებსა და კანის ქცევის დინამიკას აკვირდება, რაც საშუალებას აძლევს, ორგანული კომპლექსური მოვლა შეიმუშავოს.
ჩვენს საიტზე ყველა ის მიმართულება და მომსახურეობის ყველა სახეა წარმოდგენილი, რასაც პაციენტებს ვთავაზობთ, ნებისმიერ საკითხთან დაკავშრებით და მიღებაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ადმინისტრატორს ჩატში, ანდა ტელეფონით: 032 291 00 00. ასევე, თქვენთვის საინტერესო სპეციალისტთან მოსახვედრად, შეგიძლიათ ონლაინ-განაცხადი დატოვოთ.