დეკემბრის აქციები მედიში:
50%-მდე ფასდაკლებები!
3 მაქს პლიუსი წარმოადგენს სახისა და სხეულის კორექციის აპარატურულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ცელულიტის სამკურნალოდ, ლოკალური ცხიმის შესამცირებლად და მოშვებული კანის გასამკვრივებლად. პროგრამა შედგება 3 ეტაპისგან:
კავიტაცია – აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, სისხლის მიმოქცევას და შედეგად კანის კვებისა და განახლების პროცესები შესამჩნევად აქტიურდება. იმატებს კუნთების ტონუსი და უმჯობესდება ორგანიზმში ლიმფის ცირკულაცია. შესამჩნევლად უმჯობესდება კანის ზედაპირის სტრუქტურა და ხარისხი.
რადიოსიხშირე – ღრმა გათბობის ხარჯზე ძლიერდება უჯრედშორისი ჟანგბადის მონაცვლეობა. აქტიური კოლაგენზე ზემოქმედებით უმჯობესდება კანის ტონუსი და სისხლის მიმოქცევა.
ვაკუუმი – აძლიერებს ლიმფურ მიმოქცევას, რის ხარჯზეც უმჯობესდება დრენაჟი
ერთ აპარატურულ მეთოდში გაერთიანებული 3 ფუნქცია იდეალურია სხეულის არასწორი რელიეფის მოდელირებისთვის. ყოველგვარი
ქირურგიული ჩარევის გარეშე დღეს უკვე შესაძლებელია:
რამდენი პროცედურაა რეკომენდირებული სასურველი შედეგის მისაღებად?
სასურველი შედეგის მისაღებად რეკომენდირებულია მინიმუმ 3 პროცედურის ჩატარება 7-10 დღის ინტერვალით, თუმცა პრობლემიდან გამომდინარე შედეგი ინდივიდუალურია.
სხეულის იდეალური ფორმების მისაღებად რეკომენდირებულია 3 მაქს პლუსისა და ზელტიკის კომბინირებული პროგრამა, რომელიც კლინიკა მედის ექიმების მიერ სპეციალურად შემუშავებული მეთოდია.