ელექტროკოაგულაცია

ეფექტური და თანამედროვე მეთოდი პაპილომების, ქსანთელაზმების მოსაშორებლად
100 GEL დან

ელექტროკოაგულაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი კაპილარების, პაპილომების, ქსანთელაზმების მოსაშორებლად. სამედიცინო აპარატურული მეთოდით (რადიოსიხშირის ტალღის ზემოქმედებით) ხდება კანიდან არასასურველი წანაზარდების მოცილება კანის დაზიანების და ქირურგიულ ჩარევის გარეშე. ერთი სეანსით შესაძლებელია რამდენიმე წარმონაქმნის ერთდროულად მოცილება.

როგორ ტარდება პროცედურა?

  • მოსაშორებელი წანაზარდი ინიშნება სპეციალური ფანქრით.
  • კანთან შეხებისას აპარატი წარმოქმნის მშრალ ქერქს, რომელიც თავისით შორდება ხანმოკლე პერიოდში.
    • დამცავი ქერქი ხელს უშლის სისხლდენასა და ჭრილობის დაინფიცირებას, რაც პროცედურას უსაფრთხოს ხდის.
  • კონკრეტული ზონა გაბრწყინდება ადგილობრივი ანესთეზიით, რაც უზრუნველყოფს პაციენტის კომფორტს.
  • პროცედურის შემდეგ შეიძლება მცირე სისხლჩაქცევა აღინიშნოს, თუმცა სისხლდენა არ ხდება.

რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ?
პროცედურა დამოკიდებულია კანზე არსებული წარმონაქმნების რაოდენობაზე. ერთი რბილი ქსოვილის მოშორებას სჭირდება 10-15 წუთი.

რჩება თუ არა კვალი კანზე პროცედურის შემდეგ ?
წვრილი და საშუალო წარმონაქმნების მოშორების შემდეგ არანაირი კვალი არ რჩება (მხოლოდ ფუფხი, რაც აღმოიფხვრება 10-14 დღის განმავლობაში). ხოლო თუ წარმონაქმნი საკმაოდ დიდია, კანზე შეიძლება დარჩეს ღია ლაქა, უპიგმენტო – რომელიც დროთა განმავლობაში გაქრება.

რჩევები და რეკომენდაციები

  • არ შეეხოთ ან არ სცადოთ ქერქის ძალით მოცილება.
  • მზის სხივებისგან კანის დასაცავად, პროცედურის შემდეგ გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი
  • მოერიდეთ პირდაპირ მზეზე ხანგრძლივად ყოფნას პროცედურის შემდგომი ორი კვირის განმავლობაში
  • თავი შეიკავეთ აუზში, საუნაში ან ცხელი აბაზანის მიღებისგან.

კლინიკები

ექიმები

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

პაციენტების შეფასებები

ყველა შეფასება
გამოიწერე სიახლეები
ფასდაკლებები და აქციები

    სოციალური ქსელის პროფილები