იანვრის აქციები მედიში:
20%-მდე ფასდაკლებები!
№1 მეთოდი აპარატურულ გაახალგაზრდავებაში, რომელიც ეფექტურად აჩერებს დაბერების პროცესს.
თერმაჟი არის კანის გაახალგაზრდავების პროცედურა, რომლის დროსაც რადიოტალღების მეშვეობით კანს მიეწოდება სითბური ენერგია და ხდება კოლაგენის სინთეზის სტიმულაცია -წარმოიქმნება ახალი კოლაგენის ბოჭკოები და ხდება მოდუნებული კოლაგენური ბოჭკოების გაახალგაზრდავება.
რამდენი პროცედურაა საჭირო?
თერმაჟის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ ერთი სეანსი საკმარისია ხანგრძლივი და შესამჩნევი შედეგის მისაღწევად. პროცედურა უზრუნველყოფს არა მხოლოდ მყისიერ ლიფტინგს, არამედ მიღწეული შედეგების შენარჩუნებას რამოდენიმე წლის განმავლობაში.
ეფექტის ხანგრძლივობა
თერმაჟის შედეგები გრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში. პროცედურის შემდგომ, ეფექტი ყოველთვიურად უფრო მეტად შესამჩნევი ხდება. გაახალგაზრდავების მეთოდებს შორის, თერმაჟი გამოირჩევა მდგრადი და მაქსიმალური შედეგებით, რაც მას მოწინავე პოზიციაზე აყენებს.
თერმაჟი ყველაზე ძლიერი და უსაფრთხო ლიფტინგ მეთოდია, რომელიც არ ტოვებს ნაწიბურებს, არ იწვევს გვერდით მოვლენებს და არ საჭიროებს სარეაბილიტაციო პერიოდს. პროცედურის შემდეგ:
როგორ მოვემზადოთ პროცედურისთვის ?
პაციენტს განსაკუთრებული მომზადება არ ესაჭიროება და პროცედურა დაახლოებით საათნახევარს გრძელდება. პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
თერმაჟის პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია 5 წელიწადში ერთხელ, რაც მისი ხანგრძლივი და მდგრადი ეფექტის კიდევ ერთი დასტურია.
თუ ეძებთ უსაფრთხო, ეფექტურ და ხანგრძლივ შედეგს, თერმაჟი იდეალური არჩევანია!