ბოტოქსი

მიმიკური ნაოჭების გასწორება, ინექციური პროცედურა
300 GEL დან

მიმიკურ ნაოჭებს მიეკუთვნება თვალის ირგვლივ ნაოჭები (ე.წ ბატის თათები), წარბებს შორის (ე.წ. მრისხანების ნაოჭები) და შუბლზე არსებული ნაოჭები.

მთელი მსოფლიოს მაშტაბით, მიმიკური ნაოჭების გასწორებისა და გაახალგაზრდავების ყველაზე ეფექტურ და თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს ბოტულინოთერაპია.

ინექციებისას დროებით დუნდება სახის კუნთის შესაბამისი ნაწილი და შედეგად ნაოჭი სწორდება. პრეპარატის ინექცირების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური სწავლება და ფლობენ შესაბამის სერტიფიკატს.

რამდენი ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?

ეფექტი ნარჩუნდება 4-8 თვის განმავლობაში, შესაბამისად ნაოჭების მუდმივი გასწორებისთვის რეკომენდირებულია წელიწადში 1-3 ინექცია.

რა პრობლემებს აგვარევს ბოტულოტოქსინი

ბოტოქსის ინექციების მეშვეობით შესაძლებელია წარბების, ტუჩის კუთხეების ან ცხვირის წვერის აწევა. თუ პაციენტს აქვს ასიმეტრია, რომელიც გამოწვეულია ნევროლოგიური პრობლემებით, ბოტოქსის, დისპორტის ან სხვა პრეპარატების ინექციები შეძლებენ სახის სიმეტრიის აღდგენას.

გარდა ამისა, ბოტულოტოქსინს შეუძლია საოფლე ჯირკვლების მოქმედების დაბლოკვა. სწორედ ამიტომ, მისი დახმარებით მკურნალობენ ჰიპერჰიდროზს — გაძლიერებულ ოფლიანობას.

რამდენ ხანშია ეფექტი შესამჩნევი?


პრეპარატის მოქმედების ეფექტი შესამჩნევი ხდება 24- 72 საათის შემდეგ, ხოლო საბოლოო ეფექტი შეიძლება შეფასდეს პროცედურიდან 7-14 დღის შემდეგ. პროცედურა ტარდება 15–20 წუთის განმავლობაში უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გართულების გარეშე და რაც მთავარია, კანზე კვალს არ ტოვებს. პაციენტი პროცედურის ჩატარების შემდეგ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს.

ასაკთან ერთად მატულობს არა მხოლოდ მიმიკური ნაოჭები, არამედ არამიმიკური ნაოჭებიც ( ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, ნიკაპთან და ზედა ტუჩზე არსებული რადიალური ნაოჭები …)
იმისათვის რომ შევინარჩუნოთ და გავიხანგრძვილოთ ახალგაზრდობა, რეკომენრირებულია ასავე არამიმიკური ნაოჭების გასწორება ბუნებრივი შემავსებლებით.

რეაბილიტაცია

პროცედურის შემდეგ შესაძლებელია ჩვეულ რიტმში დაბრუნება, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მოთხოვნა:

  • ორი საათის განმავლობაში არა რეკომენდებული თავის დახრა და ჰორიზონტალური პოზიციის მიღება — პრეპარატი უნდა განაწილდეს თანაბრად კუნთებში.
  • ორი კვირის განმავლობაში საჭიროა ალკოჰოლის, ანტიბიოტიკების, სახის მასაჟის, საუნისა და აბაზანისგან თავის შეკავება.

სურათები

კლინიკები

ვარკეთილის მეტრო, ბიზნეს ცენტრი ფენიქსი, II სართული

ექიმები

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

პაციენტების შეფასებები

ყველა შეფასება
გამოიწერე სიახლეები
ფასდაკლებები და აქციები

    სოციალური ქსელის პროფილები