ნანოლიპოფილინგი

უახლესი მეთოდი სილამაზისა და გაახალგაზრდავებისთვის
3 000 GEL დან

ნანო ლიპოფილინგი წარმოადგენს მცირეინვაზიურ პროცედურას, როდესაც საკუთარი ცხიმოვანი უჯრედების გამოყენებით ხდება სახის ჩავარდნილი ადგილების ამოვსება/კორექცია. პროცედურა ეფექტურია თვალის უპეების, ტუჩის კონტურის, ლოყების, ყვრიმალების, საფეთქლის ზონის, სახის ოვალის, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის აღდგენად/საკორექციოდ, ასევე დაშვებული წარბის მოდელირებისთვის.

როგორ ტარდება პროცედურა?

პროცედურის დროს გალიფის ზონიდან ხდება ცხიმის ამოღება (ასპირაცია). სპეციალური აპარატურით დამუშავების შემდეგ კი ცხიმოვანი უჯრედები ინექციის საშუალებით შეყავთ სახის საკორექციო ზონაში. პროცედურის შემდეგ ცხიმის შეთვისება ხდება 50% ით, რომელიც ნაწილდება თანაბრად და შედეგად ფორმირდება ბუნებრივი და სადა კონტურები. საბოლოო შედეგი დგება 1 თვის შემდეგ და წლების განმავლობაში ნარჩუნდება.

რამდენად მტკივნეულია პროცედურა?

პროცედურა ტარდება ამბულატორიულად, ადგილობრივი ან ვენური ანესთეზიის ქვეშ. აქედან გამომდინარე პროცედურა უმტკივნეულოა.

ნანო ლიპოფილინგის უპირატესობები

  • ბუნებრივი მასალა: გამოიყენება მხოლოდ პაციენტის საკუთარი ცხიმოვანი უჯრედები.
  • უსაფრთხოება: პროცედურა მინიმალური გართულებებით ხასიათდება.
  • ხანგრძლივი შედეგი: შედეგი ნარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში.
  • მრავალფუნქციურობა: შესაძლებელია სახის სხვადასხვა ზონის კორექცია.

რეკომენდაციები და რჩევები

გაიარეთ ექიმთან დეტალური კონსულტაცია, რათა განისაზღვროს თქვენი ინდივიდუალური საჭიროებები და პროცედურის მიზანი.

პროცედურის შემდეგ პირველი 24 საათის განმავლობაში რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვისგან თავის არიდება და სრული დასვენება.

შესაძლოა გაჩნდეს მცირე შეშუპება ან სისხლჩაქცევები ინექციის ზონებში, რაც ნორმალურია და რამდენიმე დღეში გაივლის.გამოიყენეთ ცივი კომპრესი შეშუპების შესამცირებლად.

კლინიკები

ექიმები

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

პაციენტების შეფასებები

ყველა შეფასება
გამოიწერე სიახლეები
ფასდაკლებები და აქციები

    სოციალური ქსელის პროფილები