დეკემბრის აქციები მედიში:
50%-მდე ფასდაკლებები!
ესთეტიკური კოსმეტოლოგია ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ სფეროს განვითარებას, თვალყურს ვადებნებთ ყველა ინოვაციას, ვიყენებთ ახალ ეფექტურ მეთოდიკებს. პაციენტები თავიანთ სილამაზეს ჩვენი მუშაობის შემდეგი ძირითადი პლიუსების გამო გვანდობენ:
• ლიცენზირებული საქმიანობა – ესთეტიკური მედიცინის ცენტრმა აპარატული კოსმეტოლოგიის სფეროში უმაღლესი აკრედიტაცია დაიმსახურა. კლინიკაში მხოლოდ დიპლომირებული სპეციალისტები მუშაობენ.
• ახალი ტექნოლოგიების გამოყენება- სპეციალისტები რეგულარულად იმაღლებენ კვალიფიკაციას, მონაწილეობენ დარგობრივ კონფერენციებსა და მასტერკლასებში, ამიტომაც ყველა უსაფრთხო თანამედროვე ტექნოლოგიას ფლობენ. ჩვენი საპროცედურო კაბინეტები ტექნიკის უახლესი მოდელებითაა აღჭურვილი.
• ინდივიდუალური მიდგომა – ექიმი პაციენტის კანის თავისებურებებს შეისწავლის და კონკრეტული შემთხვევისათვის შესაფერის ტექნიკას შეარჩევს. შემდგომში კოსმეტოლოგი პროცედურების შედეგებსა და კანის ქცევის დინამიკას აკვირდება, რაც საშუალებას აძლევს, ორგანული კომპლექსური მოვლა შეიმუშავოს.
ჩვენს საიტზე ყველა ის მიმართულება და მომსახურეობის ყველა სახეა წარმოდგენილი, რასაც პაციენტებს ვთავაზობთ, ნებისმიერ საკითხთან დაკავშრებით და მიღებაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ადმინისტრატორს ჩატში, ანდა ტელეფონით: 032 291 00 00. ასევე, თქვენთვის საინტერესო სპეციალისტთან მოსახვედრად, შეავსეთ ონლაინ-განაცხადი.