დეკემბრის აქციები მედიში:
50%-მდე ფასდაკლებები!
ელექტროკოაგულაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი კაპილარების, პაპილომების, ქსანთელაზმების მოსაშორებლად. სამედიცინო აპარატურული მეთოდით (რადიოსიხშირის ტალღის ზემოქმედებით) ხდება კანიდან არასასურველი წანაზარდების მოცილება კანის დაზიანების და ქირურგიულ ჩარევის გარეშე. ერთი სეანსით შესაძლებელია რამდენიმე წარმონაქმნის ერთდროულად მოცილება.
როგორ ტარდება პროცედურა ?
მოსაშორებელი წანაზარდი ინიშნება სპეციალური ფანქრით. კანთან შეხებისას აპარატი წანაზარდის ადგილას ტოვებს (წარმოქმნის) მშრალ ქერქს, რომელიც ხანმოკლე პერიოდის შემდეგ თავისით შორდება. დამცავი ქერქი, ხელს უშლის სისხლდენას და ჭრილობის დაინფიცირებას, რის გამოც ეს მეთოდი ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა. კონკრეტული ზონის გაყუჩება ხდება ადგილობრივი ანესთეზიით.
პროცედურის შემდეგ შესაძლებელია იყოს ცოტაოდენი სისხლჩაქცევა, თუმცა არ იწვევს სისხლდენას.
რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ?
პროცედურა დამოკიდებულია კანზე არსებული წარმონაქმნების რაოდენობაზე. ერთი რბილი ქსოვილის მოშორებას სჭირდება 10-15 წუთი.
რჩება თუ არა კვალი კანზე პროცედურის შემდეგ ?
წვრილი და საშუალო წარმონაქმნების მოშორების შემდეგ არანაირი კვალი არ რჩება (მხოლოდ ფუფხი, რაც აღმოიფხვრება 10-14 დღის განმავლობაში). ხოლო თუ წარმონაქმნი საკმაოდ დიდია, კანზე შეიძლება დარჩეს ღია ლაქა, უპიგმენტო – რომელიც დროთა განმავლობაში გაქრება.