ნოემბრის აქციები მედიში:
25%-მდე ფასდაკლებები!
ბიოსტიმულაცია (ბიორევიტალიზაცია) კანის გაახალგაზრდავების თერაპიული მეთოდია, რომლის დროსაც ხდება კანის სტრუქტურული გაჯანსაღება, გამკვრივება და დატენიანება.
ბიორევიტალიზაციის პროცედურისას ხდება კანისა და კანქვეშა ქსოვილების გამდიდრება ჰიალურონის მჟავით, რომელიც პასუხისმგებელია ლამაზი და ჯანსაღი კანის შენარჩუნებაზე. პროცედურის შემდგეგ საგრძნობლად იცვლება კანის სტრუქტურა, ხდება გლუვი, ელასტიური და დატენიანებული. გარდა ამისა მცირდება წვრილი ნაოჭების რაოდენობა და კანს უბრუნდება ჯანსაღი ფერი.
ბიორევიტალიზაციის შედეგად მიიღწევა:
სხეულის რა უბნებზე ტარდება ბიორევიტალიზაცია?
პროცედურა კანის ნებისმიერ იმ უბანზე ტარდება, რომელიც გაახალგაზრდავებას საჭიროებს. ეს უბნებია: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევანი და ა.შ.
რომელი ასაკიდან არის პროცედურის ჩატარება რეკომენდირებული?
ბიორევიტალიზაციის პროცედურის ჩატარება საუკეთესოა ნებისმიერ ასაკში და ყველა ტიპის კანის შემთხვევაში. თუმცა ყველაზე მეტად ეფექტური შედეგი მიიღწევა 30 წლის ზევით.
რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი?
კურსი მოიცავს 3 პროცედურის ჩატარებას 1 თვიანი შუალედებით. პროცედურის ხანგრძლივობაა 30 წუთი.