დეკემბრის აქციები მედიში:
50%-მდე ფასდაკლებები!
პროცედურა კეთდება ამერიკული აპარატით – Ulthera და გარდა იმისა, რომ პროცედურას აქვს დაუჯერებელი შედეგები, ის ითვლება ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ პროცედურად. აპარატი რეგისტრირებულია ევროპის მასშტაბით, რეკომენდირებული და დამტკიცებულია ყველაზე მკაცრი საზედამხედველო ორგანო -FDA-ს მიერ (Food and Drug Administration).
ასაკის მატებასთან ერთად კანში კოლაგენის და ელასტინის რაოდენობა მცირდება და ბრდება, სახეზე იწყება გრავიტაციული ფტოზის ნიშნების გაჩენა:
ეს ნიშნავს, რომ სახის SMAS-კარკასი (ზედაპირული კუნთოვანი შრე) იწყებს დასუსტებას. სწორედ აღნიშნულ კარკასის აღდგენას ახდენს აპარატი Ultera.
ულთერაპიის დროს ულტრაბგერითი ტალღები გარკვეულ წერტილებში ფოკუსირდება, იწვევს გათბობას და კოლაგენის ძლიერ სტიმულაციას.
შედეგად იწყება ახალი კოლაგენის და ელასტინის წარმოება დაჩქარებულ რეჟიმში.
ულთერაპიას არაქირურგიულ ლიფტინგსაც უწოდებენ, რადგან აქამდე კანის ასეთ სიღრმეზე მუშაობა მხოლოდ პლასტიკურ ქირურგებს შეეძლოთ.
როგორ ტარდება პროცედურა
საწყის ეტაპზე ხდება კანის შრეების დიაგნოსტირება Ulthera DeepSEE ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც საშუალებას აძლევს ექიმს დაინახოს თუ კანის რომელ ფენებს სჭირდება დამუშავება. ზემოქმედების ზონიდან გამომდინარე, პროცედურას სჭირდება 30-დან 120 წუთამდე.
პროცედურის დროს პაციენტი გრძნობს მხოლოდ სითბოს და მსუბუქ ჩხვლეტას. პროცედურა ტარდება მხოლოდ ერთხელ და პაციენტი სეანსის დასრულებისთანავე ამჩნევს ეფექტს თუმცა, საბოლოო შედეგის შეფასება ხდება 2-6 თვის შემდეგ და გრძელდება 1,5 წელი
პროცედურის შედეგები
რეაბილიტაცია
ზოგადად, პროცედურა რეაბილიტაციას არ საჭიროებს. პროცედურის შემდეგ შესაძლოა შეიმჩნეოდეს უმნიშვნელო შეშუპება. რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა, იგრძნობოდეს მსუბუქი ტკივილი დამუშავებულ ადგილზე დაჭერისას.