მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

ულთერაპია

ბგერა, რომელიც ალამაზებს

მომსახურება
ფასი

ულთეაპია – ყველაზე პოპულარული აპარატურული პროცედურა თანამედროვე კოსმეტოლოგიაში, რომელიც ახდენს ულტრაბგერით ლიფტინგს სახის, ყელისა და დეკოლტეს ზონებზე.

 

პროცედურა კეთდება ამერიკული აპარატით – Ulthera და გარდა იმისა, რომ პროცედურას აქვს დაუჯერებელი შედეგები, ის ითვლება ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ პროცედურად. აპარატი რეგისტრირებულია ევროპის მასშტაბით, რეკომენდირებული და დამტკიცებულია ყველაზე მკაცრი საზედამხედველო ორგანო -FDA-ს მიერ (Food and Drug Administration).

 

 

ასაკის მატებასთან ერთად კანში კოლაგენის და ელასტინის რაოდენობა მცირდება და ბრდება, სახეზე იწყება გრავიტაციული ფტოზის ნიშნების გაჩენა:

  • ჩამოწეული ლოყები
  • ცხვირ-ტუჩის ნაოჭი
  • ჩნდება ღაბაბი

 

ეს ნიშნავს, რომ სახის SMAS-კარკასი (ზედაპირული კუნთოვანი შრე) იწყებს დასუსტებას. სწორედ აღნიშნულ კარკასის აღდგენას ახდენს აპარატი Ultera.

ულთერაპიის დროს ულტრაბგერითი ტალღები გარკვეულ წერტილებში ფოკუსირდება, იწვევს გათბობას და კოლაგენის ძლიერ სტიმულაციას.

შედეგად იწყება ახალი კოლაგენის და ელასტინის წარმოება დაჩქარებულ რეჟიმში.

ულთერაპიას არაქირურგიულ ლიფტინგსაც უწოდებენ, რადგან აქამდე კანის ასეთ სიღრმეზე მუშაობა მხოლოდ პლასტიკურ ქირურგებს შეეძლოთ.

 

როგორ ტარდება პროცედურა
საწყის ეტაპზე ხდება კანის შრეების დიაგნოსტირება Ulthera DeepSEE ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც საშუალებას აძლევს ექიმს დაინახოს თუ კანის რომელ ფენებს სჭირდება დამუშავება. ზემოქმედების ზონიდან გამომდინარე, პროცედურას სჭირდება 30-დან 120 წუთამდე.

 

პროცედურის დროს პაციენტი გრძნობს მხოლოდ სითბოს და მსუბუქ ჩხვლეტას. პროცედურა ტარდება მხოლოდ ერთხელ და პაციენტი სეანსის დასრულებისთანავე ამჩნევს ეფექტს თუმცა, საბოლოო შედეგის შეფასება ხდება 2-6 თვის შემდეგ და გრძელდება 1,5 წელი

 

პროცედურის შედეგები

  • აღადგენს დარღვეული სახის ოვალს
  • ამცირებს ღაბაბის მოცულობას
  • ხდება წარბების, შუბლის, და ზედა  ქუთუთოების აწევა
  • აუმჯობესებს კანის ტურგორს
  • ამცირებს ნაოჭებს

 

 

რეაბილიტაცია
ზოგადად, პროცედურა რეაბილიტაციას არ საჭიროებს. პროცედურის შემდეგ შესაძლოა შეიმჩნეოდეს უმნიშვნელო შეშუპება. რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა, იგრძნობოდეს მსუბუქი ტკივილი დამუშავებულ ადგილზე დაჭერისას.

 

 

 

ფასები

სახე
3900 ₾.
სახე+ყელი
5600 ₾.
ლოყა+ოვალი
2300 ₾.
ყელი
2300 ₾.
დეკოლტე
2300 ₾.
შუბლი+წარბი
1200 ₾.
100 იმპულსი დამატებით
600 ₾.

სხვა პროცედურები

თერმაჟი

ბიოარმირება! ანტიასაკობრივი პროგრამის ყველაზე წარმატებული მეთოდი!

ულტრა ფორმერი
მიმიკური ნაოჭები გასწორება
სიახლის გამოწერა

Задать вопрос

Задать вопрос

Ask a question

Ask a Question

×