ბლეფაროპლასტიკა

2 200 GEL დან

ბლეფაროპლასტიკა — ეს არის ქუთუთოების პლასტიკური ოპერაცია, რომელიც ხორციელდება ზედმეტი კანისა და ცხიმოვანი ქსოვილის მოსაშორებლად ზედა ან ქვედა ქუთუთოზე. პროცედურა არამხოლოდ აუმჯობესებს თვალის ფორმასა და ესთეტიკას, არამედ ეფექტურად აგვარებს ქუთუთოების ჩამოშვებით ან შეშუპებით გამოწვეულ დისკომფორტსაც.

ზედა ქუთუთოს ბლეფაროპლასტიკა

ზედა ქუთუთოს პლასტიკა რეკომენდებულია, როდესაც ქუთუთოზე დაგროვილი კანი და ცხიმოვანი ბალიშები ხელს უშლის მხედველობას ან აჩენს დაღლილ გამომეტყველებას. ოპერაცია ტარდება ქუთუთოს ბუნებრივ ნაკეცში, რაც უზრუნველყოფს ნაკერის მაქსიმალურად შეუმჩნეველობას და ბუნებრივ შედეგს.

ქვედა ქუთუთოს ბლეფაროპლასტიკ

ქვედა ქუთუთოს ბლეფაროპლასტიკა ძირითადად გამოიყენება თვალის “ჩანთების”, შეშუპების და დაქვეითებული კანის მოსაშორებლად. ჭრილი სრულდება წამწამების ხაზის გასწვრივ ან ქუთუთოს შიგნიდან (ტრანსკონიუქტივალური მიდგომით), რაც განაპირობებს უფრო დელიკატურ და ნაკლებად ტრავმულ შედეგს.

პროცედურის ხანგრძლივობა და რეაბილიტაცია

ბლეფაროპლასტიკა, როგორც წესი, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და გრძელდება დაახლოებით 1–2 საათი. ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელია მსუბუქი შეშუპება და სისხლჩაქცევები, რომლებიც რამდენიმე დღეში ბუნებრივად გაივლის.
სრული რეაბილიტაცია, როგორც წესი, 7–10 დღეს მოიცავს.

ექიმები

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

პაციენტების შეფასებები

ყველა შეფასება

სხვა პროცედურები

გამოიწერე სიახლეები
ფასდაკლებები და აქციები

    სოციალური ქსელის პროფილები