იანვრის აქციები მედიში:
20%-მდე ფასდაკლებები!
ბრეკეტების გაკეთება დიდი ნაბიჯია ჯანსაღი, უფრო თავდაჯერებული ღიმილის მისაღწევად, რომელიც ერთი შეხედვით ხანგრძლივი, თუმცა ძალიან ეფექტური და მოთხოვნადი პროცესია. კლინიკა MEDI-ში უზრუნველვყოფთ, რომ ეს გამოცდილება იყოს მაქსიმალურად სასიამოვნო და კომფორტული, მოწინავე ტექნოლოგიების, ბრეკეტ-სისტემების ფართო არჩევანისა და გამოცდილი ორთოდონტების დახმარებით.
მეტალის ბრეკეტები
არსებობს ბრეკეტების რამდენიმე ტიპი, რომელთაგან თითოეული შეესაბამება ცხოვრების სხვადასხვა სტილს, კონკრეტულ პრეფერენციებსა და ორთოდონტიულ საჭიროებებს. მაგალითად, ტრადიციული მეტალის ბრეკეტები ძალზე ეფექტურია სხვადასხვა შემთხვევებისთვის და ყველაზე ხელმისაწვდომი არჩევანია.
კერამიკის ბრეკეტები
კერამიკული ბრეკეტების უპირატესობა მათ ესთეტიურობაშია და ზუსტად იმეორებს კბილის ფერს, რაც მათ ნაკლებად შესამჩნევს ხდის. კერამიკის ბრეკეტები მიეკუთვნება ვესტიბულარული ანუ კბილის გარე მხრიდან მიმაგრებად ბრეკეტებს. კონსტრუქცია ნებისმიერი შეფერილობის კბილის მინანქარზე თითქმის შეუმჩნეველია.
ასეთი ბრეკეტების უპირატესობებია:
თვითლიგირებადი ბრეკეტები
მკურნალობა ხდება სუსტად მოქმედი ძალებით. როგორც წესი, საჭირო არ ხდება კბილის ამოღება და არის ძალიან კომფორტული. სტანდარტულ ბრეკეტებთან შედარებით მათი ზომები უფრო მცირეა, რაც განპირობებულია რკალის სპეციფიური ფიქსაციით. ასეთი კონსტრუქციით პაციენტი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, მარტივდება ჰიგიენაც, რადგან არაა დამატებითი დეტალები რაც აადვილებს საკვების ნარჩენების დაგროვებას. თვითლიგირებადი ბრეკეტებით მკურნალ ექიმს უადვილდება კორექციების ჩატარება.
თავის მხრივ ეს ამცირებს ექიმთან ვიზიტების რაოდენობას და მკურნალობის ხანგრძლივობას.თვითლიგირებადი ბრეკეტ-სისტემის კიდევ ერთი პლიუსი გახლავთ ის, რომ არ საწიროებს ხშირ კორექციებს და გარკვეული ელემენტების გამოცვლას. კლასიკური სისტემების დროს ხშირად იცვლება ლიგატურები – დასუსტების ან ფერის ცვლილების გამო.
კაპები – ელაინერები
კაპა მთლიანად გარს ერტყმის კბილს და მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ იგი პრაქტიკულად შეუმჩნეველია. გაითვალისწინეთ, რომ შედეგის მისაღწევად აუცილებელია მისი ტარება ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში. მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საკვების მიღებისას და კბილების გამოხეხვის დროს.
კაპების შეცვლა ხდება ყოველ 2-3 კვირაში, ამასთან ყოველი ახალი კაპა სასიკეთოდ ცვლის კბილების მდგომარეობას. რაც შეეხება, მკურნალობის ხანგრძლივობას, იგი გრძელდება რამოდენიმე თვიდან 2 წლამდე.
როგორია მკურნალობის პროცესი?
ჩვეულებრივ, ბრეკეტების შერჩევა პირველადი კონსულტაციითა და გამოკვლევით იწყება. ამისთვის საჭიროა რენტგენის, ყალიბებისა და ციფრული გამოსახულებების შეგროვება და ზუსტი მკურნალობის გეგმის შექმნა, რის შემდეგაც ორთოდენტი ამაგრებს ბრეკეტებს, რაც, როგორც წესი, უმტკივნეულო პროცედურაა და მოიცავს ბრეკეტების დამაგრებას კბილებზე, შემდეგ კი მათ თაღოვანი მავთულით დაკავშირებას. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია კონსულტაციის მიღება ყოველ 4-8 კვირაში, რათა ორთოდენტმა შეძლოს ნებისმიერი საჭირო შესწორების შეტანა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხდება ბრეკეტების მოხსნა და მათი ჩანაცვლება სპეციალური კაპების დახმარებით, რომელიც ხელს შეუწყობს კბილების ახალი განლაგების მაქსიმალურ შენარჩუნებას. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე.