იანვრის აქციები მედიში:
20%-მდე ფასდაკლებები!
კაპებით მკურნალობა (ელაინერი)
ბრეკეტების გარდა, ორთოდონტიული მკურნალობა შესაძლებელია ინდივიდუალური კაპებით – ელაინერებით. კაპებით მკურნალობის უპირატესობა არის ის, რომ ვიზუალურად არ ჩანს, საჭიროებისამებრ შესაძლებელია მისი მოხსნა და ამავდროულად კომფორტული კონსტრუქციაა. მისი მკურნალობის პერიოდი არ საჭიროებს ექიმთან რეგულარულ ვიზიტს და ჰიგიენაც ძალზედ გამარტივებულია.
ჩვეულებრივ, ბრეკეტების შერჩევა პირველადი კონსულტაციითა და გამოკვლევით იწყება. ამისთვის საჭიროა რენტგენის, ყალიბებისა და ციფრული გამოსახულებების შეგროვება და ზუსტი მკურნალობის გეგმის შექმნა, რის შემდეგაც ორთოდენტი ამაგრებს ბრეკეტებს, რაც, როგორც წესი, უმტკივნეულო პროცედურაა და მოიცავს ბრეკეტების დამაგრებას კბილებზე, შემდეგ კი მათ თაღოვანი მავთულით დაკავშირებას. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია კონსულტაციის მიღება ყოველ 4-8 კვირაში, რათა ორთოდენტმა შეძლოს ნებისმიერი საჭირო შესწორების შეტანა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხდება ბრეკეტების მოხსნა და მათი ჩანაცვლება სპეციალური კაპების დახმარებით, რომელიც ხელს შეუწყობს კბილების ახალი განლაგების მაქსიმალურ შენარჩუნებას. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
ელაინერის მეთოდით მკურნალობის უპირატესობა მდგომარეობს მის ესთეტიკასა და კომფორტულობაში და არ საჭიროებს დიდ დროს ექიმთან ვიზიტისას.
გარდა ამისა მკურნალობის დროის ერთდროულად შესაძლებელია კბილების გასწორებაც და გათეთრებაც. ელაინერი ბრეკეტებით მკურნალობის ტრადიციული მეთოდის ესთეტიკური ალტერნატივაა და საშუალებას იძლევა მიაღწიოთ სასურველ შედეგს გარშემომყოფებისგან შეუმჩნევლად.