ცერეკი

კბილების კერამიკული რესტავრაცია
545 GEL დან

CEREC AC არის უახლესი და უნიკალური კომპიუტერული ტექნოლოგია, რომელიც თანამედროვე სტომატოლოგიას ახალ დონეზე აყენებს. მისი საშუალებით პაციენტს შეუძლია 2 საათში აღიდგინოს ნებისმიერი მოტეხილი ან ჩამოშლილი კბილი.

როგორ მუშაობს სისტემა?

CEREC AC საშუალებას გვაძლევს შევქმნათ კბილის კონსტრუქცია და დავამზადოთ ბიოთავსებადი, ბუნებრივი კბილების სტრუქტურასთან მაქსიმალურად მიახლოებული რესტავრაციები, როგორიცაა:

  • გვირგვინები
  • ვინირები
  • ჩანართები
  • ხიდისებრი პროთეზები

ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, კბილის ტექნიკის სამუშაოს ასრულებს კომპიუტერი, იუველირული სიზუსტით. ჩვეულებრივი ანაბეჭდის ნაცვლად გამოიყენება დელიკატური ოპტიკური ანაბეჭდი, რაც უზრუნველყოფს მიღებული კონსტრუქციის მაქსიმალურ სიზუსტეს და არ საჭიროებს კორექტირებას.

რისგან მზადდება რესტავრაციები?

რესტავრაციები მზადდება მაღალი ხარისხის მასალებისგან:

  • უმეტალო მყარი კერამიკა
  • ცირკონიუმის ოქსიდი

CEREC AC-ის მთავარი უპირატესობები

  • აღდგენა მხოლოდ ერთ ვიზიტში
  • ოპტიკური ანაბეჭდი
  • რესტავრაციები მეტალის გარეშე
  • მაღალი ესთეტიურობა
  • კბილის ქსოვილის მინიმალური დამუშავება
  • გარანტირებული და მდგრადი შედეგი

რა ეტაპებისგან შედგება პროცედურა?

სარესტავრაციო არე იფარება სპეციალური ფხვნილით და 3D კამერის მეშვეობით გამოსახულება გამოდის მონიტორზე, ექიმი ამოდელირებს კბილს და მთელი ეს ინფორმაცია გადაეცემა ციფრულ, ლაბორატორიულ ჩარხს. 10 წუთის შემდეგ მზად არის კონსტრუქცია, რომელიც შეესაბამება პაციენტის თანკბილვას, მეზობელი კბილის ფორმას და ეს ყველაფერი კეთდება ანაბეჭდებისა და დროებითი გვირგვინების დამზადების ეტაპების გარეშე.

CEREC AC არის თანამედროვე სტომატოლოგიის ახალი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის კომფორტს, ეფექტურ შედეგს და ბუნებრივი ესთეტიურობას

კლინიკები

ექიმები

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

პაციენტების შეფასებები

ყველა შეფასება
გამოიწერე სიახლეები
ფასდაკლებები და აქციები

    სოციალური ქსელის პროფილები