იანვრის აქციები მედიში:
20%-მდე ფასდაკლებები!
პაროდონტიტი კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების ქრონიკული ანთებითი და
კბილის ზედაპირზე ნადების დაგროვების შედეგად სწრაფად მრავლდებიან პათოგენური (დაავადების გამომწვევი) ბაქტერიები, რის შედეგადაც ვითარდება გინგივიტი ანუ ღრძილების ანთება. იმ შემთხვევაში თუ პაციენტმა არ ჩატარდა ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, ბაქტერიები აღწევენ უფრო ღრმა შრეებში, კბილის ფესვის ზედაპირზე და ვითარდება პაროდონტიტის დაავადება.
იმ შემთხვევაში თუ შეგაწუხათ აღნიშნული სიმპტომებიდან ერთ-ერთმა მაინც დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუმცა ძალან ხშირად პაროდონტიტი ვითარდება უსიმპტომოდ და მისი აღმოჩენა მხოლოდ ექიმ-პაროდონტოლოგს შეუძლია.
კლინიკა მედიში პაროდონტიტის დაავადების მკურნალობა ხდება მსოფლიოში აღიარებული ყველაზე ეფექტური მეთოდებით:
თანამედროვე დიოდური ლაზერი პაროდონტიტის მკურნალობისას ძალზე ეფექტიანია. მისი წყალობით პათოლოგიური ჯიბის აბსოლუტური სტერილიზაცია მიიღწევა. გარდა იმისა, რომ ანთების გამომწვევი ბაქტერიები იღუპება, სცილდება გრანულაციური ქსოვილიც. ლაზერის სხივის თერაპიული ეფექტი მხოლოდ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით კი არ გამოიხატება, არამედ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებითა და ქსოვილთა რეგენერაციის (განახლების) სტიმულირებითაც.
სპეციალიზებული ღრმა წმენდის სტომატოლოგიური პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს პაროდონტის (ღრძილების) დაავადების მკურნალობას. იგი გულისხმობს ნადების, კბილის და მავნე ბაქტერიების მოცილებას როგორც კბილების ზედაპირიდან, ასევე ღრძილის ხაზის ქვემოთ. პროცესი ჩვეულებრივ ხორციელდება ორ ეტაპად.
პროცედურის შემდეგ პაციენტს არ აქვს დისკომფორტი და ტკივილი. პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო და არ საჭიროებს ინექციურ ანესთეზიას.