-15% ფასდაკლება ბრეკეტებზე

ორთოდონტია წარმოადგენს კბილების არასწორი დგომისა და თანკბილვის გასწორების ყველაზე ეფექტურ და რეკომენდებულ გზას.ორთოდონტიული მკურნალობისათვის გამოიყენება, როგორც მოუხსნელი ასევე მოსახსნელი კონსტრუქციები.
აქციის ვადა
ძალაშია 31 ივლისი 2024
აქცია
-15% ფასდაკლება
ვისზე ვრცელდება
შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს

ორთოდონტია არის სტომატოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის კბილებთან, კბილთა რკალებთან და თანკბილვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ორთოდონტიული მკურნალობის მიზანია ესთეტიკის გაუმჯობესება, ფუნქცის ნორმალიზება და უკვე მიღებული შედეგის მყარი სტაბილიზაცია.

ორთოდონტიული მკურნალობისათვის გამოიყენება, როგორც მოუხსნელი ასევე მოსახსნელი კონსტრუქციები. მოსახსნელ კონსტრუქციებს განეკუთვნება ფირფიტები და კაპები, ხოლო მოუხსნელ კონსტრუქციებს – ბრეკეტები, რომლებიც შესაძლოა იყოს მეტალის, კერამიკული, თვითლიგირებადი ან ლინგვალური.

ბრეკეტები
მეტალის ბრეკეტები ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ამავდროულად, ხელმისაწვდომი კონსტრუქციაა, რომელიც მაგრდება ვესტიბულურად (კბილის გარეთა ზედაპირზე), არის მტკიცე და საიმედო ფიქსაციის.

კერამიკული ბრეკეტების უპირატესობა მის ესთეტიურობაშია, ის იმეორებს კბილის ფერს და არის ნაკლებად შესამჩნევი, განეკუთვნება ვესტიბულურ ტიპის ბრეკეტს.

ლინგვალური ბრეკეტის ფიქსაცია კბილის შიდა ზედაპირზე ხდება და გამოიყენება შედარებით მსუბუქი თანკბილვის ანომალიების დროს.
თვითლიგირებადი ბრეკეტები არის ვესტიბულური ფიქსაციის. მკურნალობა ხდება სუსტად მოქმედი ძალებით. ხშირ შემთხვევაში არ საჭიროებს კბილის ამოღებას და არის ძალიან კომფორტული. მნიშვნელოვნად გამარტივებულია ჰიგიენაც.

რეგისტრაცია
ადმინისტრატორი დაგირეკავთ უახლოეს სამუშაო საათებში, რათა დაგეგმოთ ვიზიტი თქვენთვის მოსახერხებელ დროს

    გამოიწერე სიახლეები
    ფასდაკლებები და აქციები

      სოციალური ქსელის პროფილები