ფრაქსელი-FRAXEL: უნიკალური ლაზერული ტექნოლოგია
FRAXEL წარმოადგენს თანამედროვე ფრაქციულ ლაზერულ მეთოდს, რომელიც დროის მინიმალურ პერიოდში და რეაბილიტაციის გარეშე ეფექტურად უმკლავდება კანის მრავალ პრობლემას:
- აუმჯობესებს სახის სტრუქტურას, ხდის კანს გლუვსა და ერთგვაროვანს.
- ზრდის კანის მკვრივობასა და ელასტიურობას.
- აფერმკრთალებს და აქრობს პიგმენტურ ლაქებს.
- ასწორებს წვრილ ნაოჭებს.
- აქრობს აკნესა და აკნეს შემდგომ ნაწიბურებს.
- ეფექტურია სტრიებისა და სხვა კანის დაზიანებების სამკურნალოდ.
როგორ მუშაობს ფრაქსელი?
ფრაქსელი ახდენს კანის ზედაპირული, არასიცოცხლისუნარიანი უჯრედების აქერცვლას (პილინგს). პროცედურის შედეგად იწყება კანის ბუნებრივი რეგენერაცია, რის შედეგადაც დაზიანებული კანი იცვლება ჯანმრთელი და ახალგაზრდული კანის ახალი ფენით.
პროცედურის შემდგომ კანი ხდება:
- გლუვი და ერთგვაროვანი;
- რბილი და ხავერდოვანი;
- ვიზუალურად უფრო მკვრივი და ჯანსაღი.
ასაკობრივი რეკომენდაციები
20 წლის ასაკამდე:
- აკნესა და ცხიმიანი კანის მკურნალობა.
- ფერიმჭამელების და ჰიპერპიგმენტაციების მოშორება.
20-30 წლის ასაკში:
- აკნეს შემდგომი ნაწიბურების განკურნება.
- ლაზერული პილინგით სტრიების ეფექტური მკურნალობა.
30-40 წლის ასაკში:
- წვრილი ნაოჭების შემცირება და კანის ელასტიურობის გაუმჯობესება.
- ჰიპერპიგმენტაციასთან ბრძოლა და ტონუსის აღდგენა.
40-50 წლის ასაკში:
- დაბერების პროცესის შეჩერება.
- ასაკობრივი პიგმენტური ლაქების მკურნალობა.
- კანის გაუწყლოების პროფილაქტიკა.
რეაბილიტაცია და რეკომენდაციები
რეაბილიტაციის პერიოდი:
ფრაქსელი გამოირჩევა სწრაფი აღდგენითი პროცესით. პროცედურის შემდეგ მცირე სიწითლე და სიმშრალე ნორმალურია და რამდენიმე დღეში სრულად ქრება.
რეკომენდაციები:
- გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება SPF 50+, რათა თავიდან აიცილოთ პიგმენტაციის განვითარება.
- რეგულარულად ატენიანეთ კანი მსუბუქი კრემებით.
- პირველ დღეებში მოერიდეთ ძლიერ მაკიაჟს და აგრესიულ კოსმეტიკურ საშუალებებს.
- გამოიჩინეთ სიფრთხილე ძლიერი ფიზიკური დატვირთვისა და საუნის მონახულებისგან.