კაპები

კბილების გასწორება ბრეკეტების გარეშე
3 800 GEL დან

კაპებით მკურნალობა (ელაინერი)

ბრეკეტების გარდა, ორთოდონტიული მკურნალობა შესაძლებელია ინდივიდუალური კაპებით – ელაინერებით. კაპებით მკურნალობის უპირატესობა არის ის, რომ ვიზუალურად არ ჩანს, საჭიროებისამებრ შესაძლებელია მისი მოხსნა და ამავდროულად კომფორტული კონსტრუქციაა. მისი მკურნალობის პერიოდი არ საჭიროებს ექიმთან რეგულარულ ვიზიტს და ჰიგიენაც ძალზედ გამარტივებულია.

რამდენი ხანი უნდა ატარო კაპები სასურველი შედეგის მისაღწევად?
სასურველი შედეგის მისაღებად პაციენტს დღე-ღამის განმავლობაში 21-22 საათი უწევს კაპების ტარება. კაპების მოხსნა აუცილებელია მხოლოდ კვებისა და კბილების ჰიგიენის ჩატარების დროს. თითოეული კაპა იცვლება 2 კვირაში ერთხელ, მკურნალობის პერიოდი გრძელდება 1-დან 2 წლამდე. რთულ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია ბრეკეტების გარეშე მკურნალობა მიზანშეწონილია კომბინირებული მეთოდი. კაპების გამოყენება ასევე შესაძლებელია რეტენციულ პერიოდშიც.

რა უპირატესობით სარგებლობს კბილების გასწორების ეს მეთოდი ?
ელაინერის მეთოდით მკურნალობის უპირატესობა მდგომარეობს მის ესთეტიკასა და კომფორტულობაში და არ საჭიროებს დიდ დროს ექიმთან ვიზიტისას.
გარდა ამისა მკურნალობის დროის ერთდროულად შესაძლებელია კბილების გასწორებაც და გათეთრებაც. ელაინერი ბრეკეტებით მკურნალობის ტრადიციული მეთოდის ესთეტიკური ალტერნატივაა და საშუალებას იძლევა მიაღწიოთ სასურველ შედეგს გარშემომყოფებისგან შეუმჩნევლად.

კლინიკები

ექიმები

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

პაციენტების შეფასებები

ყველა შეფასება
გამოიწერე სიახლეები
ფასდაკლებები და აქციები

    სოციალური ქსელის პროფილები