ოქტომბრის აქციები მედიში:
50%-მდე ფასდაკლებები და საჩუქრები!
პლაზმოთერაპია – გაახალგაზრდავების ლაბორატორია (REGENLAB)
ეს არის გაახალგაზრდავების ინოვაციური მეთოდი, ორგანიზმის რესურსების გამოყენებით. შემუშავებულია შვეიცარული კომპანიის – REGENLAB მიერ.
როგორ მიმდინარეობს პლაზმოთერაპიის პროცედურა?
პლაზმოთერაპიის პროცედურისთვის მომზადება არ არის რთული, არ სჭირდება ბევრი დრო. ტარდება მხოლოდ კლინიკის პირობებში სერტიფიცირებული მოწყობილობებით, ანტისეპტიკის ყველა პირობების დაცვით. მკურნალობის ჩატარებამდე საჭიროა სისხლის ანალიზის აღება. სისხლი თავსდება, კომპანია REGENLAB-ის სპეციალურ სინჯარებში, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის მისაღებად. მზადდება 2 სახის თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა: თხევადი და გელისმაგვარი – აუტოგელი.
მეზოთერაპიული გზით თხევადი პლაზმა შეიყვანება კანქვეშ, გელისებრი პლაზმით ხდება სახისა და დეკოლტეზე ნაოჭების ამოვსება, ტარდება ბიოარმირების პროცედურა: ხოლო თხევადი პლაზმა კეთდება, როგორც სახეზე ასევე თავის თმის ნაწილზეც.
მთლიანი პროცედურა საშუალოდ გრძელდება 45 წუთი, გამეორება ხდება 3-ჯერ, ინტერვალი პროცედურებს შორის 4-6 კვირაა.