ბავშვთა სტომატოლოგია

კლინიკა მედიში, ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართულებით, მომსახურების სრული სპექტრია წარმოდგენილი
65 GEL დან

ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ შთაბეჭდილებას და გამოცდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ პირველი ვიზიტი განსაზღვრავს ბავშვის შემდგომ დამოკიდებულებას პირის ღრუს მოვლის მიმართ. ბავბავშვთა ადრეულ ასაკში დაწყებული სწორი ჰიგიენა და სტომატოლოგიური მკურნალობა ყბა-კბილთა სისტემის სწორ და ჯანსაღ ფორმირებას უწყობს ხელს.

კბილების კარიესული მკურნალობა 

კარიესის არადროული მკურნალობის შედეგად, პროცესი ღრმავდება და ვითარდება კბილის არხში არსებული ნერვ-სისხლძარღვოვანი ქსოვილის ანთება ანუ პულპიტი. პულპიტის შემდგომ კი იწყება ფესვის ირგვლივ ძვლოვანი ქსოვილის ანთება – პერიოდონტიტი.

კლინიკა მედიში კბილის ქსოვილის დამუშავება და აღდგენა ხდება სპეციალური სტომატოლოგიური მიკროსკოპით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დამუშავდეს კბილის უწვრილესი სტრუქტურები, რომლებიც შესაძლებელია 4-25-ჯერ გადიდდეს და ქსენონის სხივით განათდეს. კბილის სტრუქტურების მიკროსკოპით დამუშავებით მიიღწევა ხანგრძლივი და მაღალ ესთეტიური შედეგი.


ახლად ამოჭრილი მუდმივი კბილების ჰერმეტიზაცია (კბილის ზედაპირის დამცავი შრით დაფარვა)

ფისურების ჰერმეტიზაცია (იგივე ჩაბეჭდვა) გულისხმობს ახლად ამოსული კბილების სპეციალური სილერით შევსებას, რის შედეგადაც კარიესი აღარ ვითარდება. გაითვალისწინეთ, მკურნალობა ტარდება მანამ სანამ განჩდებოდეს შავი წერტილები, ეს უკვე დაგვიანების შედეგია. ფისურების ჩაბეჭდვის პროცედურა არის მარტივი სრულიად უმტკივნეულო და კომფორტული


პროფესიონალური წმენდა

პროცედურა გულისხმობს კბილის ქსოვილის რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას ულტრათანამედროვე აპარატურის გამოყენებით. კბილების გაწმენდა არის უსაფრთხო და ეფექტური პროცესი, რომელიც შექმნილია კბილიდან ნადების მოსაშორებლად. კბილებზე ხშირად რჩება წებოვანი ფენა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ყავის, ჩაის, თამბაქოს ან სხვა პიგმენტური ნივთიერებებისა და საკვების მიღებამ. ამგვარი ნადების მოშორება ხდება ულტრათანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით.


ორთოდონტული მომსახურეობა

ბრეკეტების გაკეთება დიდი ნაბიჯია ჯანსაღი, უფრო თავდაჯერებული ღიმილის მისაღწევად, რომელიც ერთი შეხედვით ხანგრძლივი, თუმცა ძალიან ეფექტური და მოთხოვნადი პროცესია. კლინიკა MEDI-ში უზრუნველვყოფთ, რომ ეს გამოცდილება იყოს მაქსიმალურად სასიამოვნო და კომფორტული, მოწინავე ტექნოლოგიების, ბრეკეტ-სისტემების ფართო არჩევანისა და გამოცდილი ორთოდონტების დახმარებით.

რომელი ასაკიდან არის რეკომენდირებული სტომატოლოგთან პირველი ვიზიტის დაგეგმვა?

სარძევე კბილების ნაადრევად ამოღება ხშირ შემთხვევაში უცვლის მუდმივ კბილებს მდებარეობას, რაც იწვევს თანკბილვის დარღვევას. აღნიშნული პრობლემის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებულია სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი დაიგეგმოს ადრეული ასაკიდან – 3 წლიდან.

რამდენად ხშირად არის რეკომენდირებული სტომატოლოგთან ვიზიტი?

რეკომენდირებულია 3 წლიდან პაციენტის გეგმიური ვიზიტი სტომატოლოგთან წელიწადში 2-ჯერ, რაც ყბა-კბილთა სისტემის ლამაზი ესთეტიკისა და სწორად გამართული ფუნქციის წინაპირობაა.

კლინიკები

ექიმები

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

პაციენტების შეფასებები

ყველა შეფასება
გამოიწერე სიახლეები
ფასდაკლებები და აქციები

    სოციალური ქსელის პროფილები