ოქტომბრის აქციები მედიში:
50%-მდე ფასდაკლებები და საჩუქრები!
მიკროპროტეზირება – ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, მივიღოთ მაქსიმალური ფუნქციონალური და ესთეტიური შედეგი კბილების რესტავრააციის დროს.
თანამედროვე კერამიკული და კომპოზიციური მასალები საშუალებას იძლევა, აღვადგინოთ ფერი, ფორმა, გამჭვირვალობა, სიპრიალე და მდგრადობა ცვეთადობისადმი ბუნებრივი კბილის შემთხვევაში.
ეს ყველაფერი მზადდება სატექნიკო ლაბორატორიაში, რაც წარმოადგენს მის უპირატესობას ჩვეულებრივ ბჟენებთან.
როგორ მიმდინარეობს პროცედურა?
მიკროპროტეზირების პროცედურა ტარდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე ხდება ანაბეჭდის აღება და განისაზღვრება რესტავრაციის შემდგომი ელემენტები. მეორე ვიზიტის დროს სტომატოლოგი უკვე აფიქსირებს კონსტრუქციას პირის ღრუში.
რა სახის მიკროპროტეზს გვთავაზობს კლინიკა „მედი“ ?
მიკროპროტეზები არის ორი სახის: ჩანართები და ვინირები. ჩანართები კეთდება საღეჭი კბილების მიდამოში. ვინირები კი მზადდება ფრონტალური კბილებისთვის, მაგრდება კბილების წინა ზედაპირზე და მთლიანად ფარავს მათ. მათი საშუალებით შესაძლებელია ლიკვიდირება კბილთა მთელი მწკრივის დეფექტების, რის შემდეგაც ღიმილი უფრო ლამაზი ხდება.
მტკივნეულია თუ არა პროცედურა ?
მიკროპროტეზირება ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ.