ულტრა ფორმერი

გაახალგაზრდავება და დაბერების პროცესის მინიმუმ 2 წლით შეჩერება
200 GEL დან

ულთრაფორმერი წარმოადგენს თანამედროვე  აპარატურულ ტექნოლოგიას, რომელიც გამოიყენება სახის კანის ლიფტინგისთვის. არაქირურგიული, არაინვაზიური და კომფორტული პროცედურით დღეს უკვე შესაძლებელია გაახალგაზრდავება და დაბერების პროცესის მინიმუმ 2 წლით შეჩერება.

როგორ მუშაობს ულთრაფორმერი?

პროცედურის დროს ულტრაბგერის მაღალი ენერგია ფოკუსირდება კანის ღრმა შრეებში, რაც:

  • ასტიმულირებს ახალი კოლაგენის გამომუშავებას
  • იწყებს კანის ბუნებრივ განახლების პროცესს

რა შედეგი აქვს პროცედურას?

პროცედურის შემდეგ კანი ახალგაზრდავდება უჯრედულ დონეზე, ქრება წვრილი ნაოჭები, უმჯობესდება კანის ფერი და სტრუქტურა. ხდება კანის ტონუსის ამაღლება და ელასტიურ-კოლაგენური კარკასის აღდგენა. კანი მკვრივდება, ხდება ელასტიური და გამოიყურება ახალგაზრდად და ჯანსაღად.

გარდა გამაახალგაზრდავებელი ლიფტინგ ეფექტისა Ulthera ეფექტურად გამოიყენება ცელულიტის კომპლექსურ მკურნალობაში. პროცედურას ორმაგად ეფექტურია სხვა კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან კომბინაციაში.

როდის მიიღწევა საბოლოო შედეგი?

უმეტეს შემთხვევაში, ეფექტი შესამჩნევია მომენტალურად, პროცედურის დასრულებისთანავე. თუმცა, ახალი კოლაგენის წარმოქმნის შედეგად საბოლოო შედეგი 3-4 თვეში ვლინდება.

რჩევები და რეკომენდაციები

  • პროცედურამდე 1 კვირით ადრე შეამცირეთ მზის ზემოქმედება და თავი აარიდეთ მზის აბაზანებს ან სოლარიუმს.
  • კარგად დატენიანებული ორგანიზმი ხელს უწყობს კანის რეგენერაციის პროცესს.
  • გამოიყენეთ დამცავი კრემები მზის სხივებისგან დასაცავად

სურათები

კლინიკები

ექიმები

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

პაციენტების შეფასებები

ყველა შეფასება
გამოიწერე სიახლეები
ფასდაკლებები და აქციები

    სოციალური ქსელის პროფილები