ფილერი – არამიმიკური ნაოჭები

არამიმიკური ნაოჭების გასწორება ბუნებრივი შამავსებლით
300 GEL დან

არამიმიკური ნაოჭების გასწორება

კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას განაპირობებს მასში არსებული ჰიალურონის მჟავა. ორგანიზმში 25 წლის შემდეგ მისი გამომუშავება ქვეითდება, რაც დროთა განმავლობაში იწვევს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობის დაკარგვას, ჩნდება ნაოჭები, იცვლება სახის ფერი.

ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს, რომელიც აღნიშნულ პრობლემებს აგვარებს, წარმოადგენს კანქვეშა ინექციები, რომლის დროსაც ხდება კანის შრეების ჰიალურონის მჟავის პრეპარატით  გამდიდრება.

არამიმიკურ (სტატიკურ) ნაოჭებს მიეკუთვნება ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, ნიკაპთან და ზედა ტუჩზე არსებული რადიალური ნაოჭები და ა.შ.

როგორ ტარდება პროცედურა?

პროცედურა გულისხმობს ჰიალურონის მჟავის შემცველი ბიოთავსებადი პრეპარატის  კანქვეშ შეყვანას მიკროინექციის გზით. პროცედურის შედეგად კანი იჭიმება და ხდება ნაოჭების გასწორება.

რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ?

პროცედურა გრძელდება 30-40 წუთის განმავლობაში. აქვს მომენტალური შედეგი და პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. შედეგი ნარჩუნდება 1,5-2 წლის განმავლობაში.

აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები ?

გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს ინექციის ადგილას წერტილოვანი სისხლჩაქცევა ან მცირედი შეშუპება, რაც უკვალოდ ქრება 2-3 დღის განმავლობაში.
პაციენტი პროცედურის ჩატარების შემდეგ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს და აგრძელებს თავის საქმიანობას.
პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.

რეაბილიტაცია და რეკომენდაციები

რეაბილიტაცია:
პროცედურის შემდეგ პაციენტი აგრძელებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს და არ საჭიროებს დამატებით შესვენებას ან აღდგენით პერიოდს.

რეკომენდაციები:

  • პირველი 24 საათი: მოერიდეთ სახის მასაჟსა და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას ინექციის ადგილზე.
  • პირველი 3 დღე: ნუ გაივლით ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას და მოერიდეთ სარელაქსაციო სვარუმებს (მაგ., საუნა ან ცხელი აბაზანა).
  • მზისგან დაცვა: გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები, რათა თავიდან აიცილოთ ჰიპერპიგმენტაციის განვითარების რისკი.

სურათები

კლინიკები

ვარკეთილის მეტრო, ბიზნეს ცენტრი ფენიქსი, II სართული

ექიმები

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

პაციენტების შეფასებები

ყველა შეფასება
გამოიწერე სიახლეები
ფასდაკლებები და აქციები

    სოციალური ქსელის პროფილები