იანვრის აქციები მედიში:
20%-მდე ფასდაკლებები!
ჰიპერჰიდროზი – ეს არის ჭარბი ოფლდენა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე.
ზაფხულში ეს პრობლემა მწვავდება, ხშირდება ანტიპერსპერანტებისა და დეზოდორანტების ფართო გამოყენება, თუმცა კოსმეტიკური საშუალებები ვერაფერს დაეხმარება ადამიანს, რომელიც დაავადებულია ჰიპერჰიდროზით – დაავადებით, რომელიც მიმდინარეობს ოფლის ჭარბი გამოყოფით და როგორც ყველა დაავადება, საჭიროებს მკურნალობას.
ოფლიანობა ხშირია როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში. ხელის და ფეხის გულებზე ოფლიანობა ჭარბობს ქალებში. მაკაცაცებში კი ჭარბი ოფლიანობა უმეტესად თავს იჩენს სახესა და სხეულზე.
ჰიპერჰიდროზი შეიძლება დაიწყოს მცირე მღელვარების დროსაც კი, რომელსაც თავის მხრივ მოჰყვება გარკვეული სირთულეები. როდესაც ვსაუბრობთ ჰიპერჰიდროზზე, უნდა განვასხვავოთ ორი მდგომარეობა – ზოგადი და ლოკალურად მომატებული ოფლის გამოყოფა. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ვგულისხმობთ ლოკალურ, ესენციალურ ჰიპერჰიდროზს.
პრეპარატი შეიყვანება პრობლემურ ზონაში (ხელი, იღლიის ფოსო, ხელის და ფეხის გულები) და ახდენს საოფლე ჯირკვლების ფუნქციის დროებით შეჩერებას.
დაახლოებით 3 დღიდან 14 დღის განმავლობაში პრეპარატი აღწევს მისი ზემოქმედების მაქსიმალურ ვადას და ეფექტიც ნათლად ჩანს. ეფექტი ხანგრძლივობას ინარჩუნებს 6 თვიდან 12 თვემდე.
პროცედურა გრძელდება დაახლოებით 30-40წთ.