პლაზმო ლიფტინგი წარმოადგენს კანის გაახალგაზრდავებას თრომბოციტების დახმარებით.
პროცედურის დროს პრეპარატად გამოიყენება ბუნებრივი რესურსი, რომელიც მდიდარია თრომბოციტებით, რაც კანის რეგენერაციასა და აღდგენას უწყობს ხელს.
მეთოდი გულისხმობს ორგანიზმის ფარული რეზერვების გამოყენებას და სრულიად გამორიცხავს გართულებებს, რადგანაც ინექციის შემადგენლობა მზადდება ლაბორატორიულად, პაციენტის სისხლის პლაზმისაგან სხვა მინარევების გარეშე. აქედან გამომდინარე, სრულიად გამორიცხულია იმუნოლოგიური (ალერგიული) რეაქციები. პლაზმო ლიფტინგი ეფექტურია ნებისმიერ ასაკში განურჩევლად სქესისა.
პლაზმო ლიფტინგის კურსის შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება კანი სტრუქტურა და ფერი, ხდება უფრო ელასტიური და მკვრივი. კურსი შეადგენს 4-6 პროცედურას 10-14 დღიანი შუალედით. პროცედურა კეთდება ადილობრივი ანესთეზიით და გრძელდება 30 წუთის განმავლობაში.
სხეულის რა ზონაზეა სასურველი ამ პროცედურის გაკეთება ?
თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის ინექციის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა პრობლების გადაჭრა, რადგან პროცედურა სხეულის პრაქტიკულად ყველა ზონაზეა ეფექტური.
კონკრეტული ზონები:
- ქუთუთოები
- კანი თვალის ირგვლივ
- სახის კანი
- ყელი და დეკოლტე
- ხელის მტევნები
- ფეხის ტერფები
პროცედურა ეფექტურია შემდეგი პრობლემების მოსაგვარებლად:
- თმის ცვენა (ალოპეცია – სიმელოტე)
- წამწამებისა და წარბების ცვენა-გათხელება
შესაძლებელია სტომატოლოგიური პრობლემების მოგვარებაც:
- აჩქარებს კბილის იმპლანტების შეგუება-შეთვისებას
- ეფექტურია პაროდონტიტის დროს
- ამაგრებს ღრძილებს
პლაზმო ლიფტინგის უპირატესობები
- ბუნებრივი შედეგი: პლაზმაში არსებული თრომბოციტები აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას.
- უსაფრთხო და ალერგიის გარეშე: პრეპარატი დამზადებულია პაციენტის სისხლის პლაზმისგან, რაც გამორიცხავს იმუნოლოგიურ რეაქციებს.
- ეფექტურობა ნებისმიერ ასაკში: პროცედურა შედეგიანია როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ასაკის მატებასთან დაკავშირებული ცვლილებების დროს.
პროცედურის შედეგი
- კანის სტრუქტურის და ფერის გაუმჯობესება.
- კანის ელასტიურობისა და სიმკვრივის მომატება.
- თმის ზრდის სტიმულაცია და სტომატოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
რეაბილიტაცია და რეკომენდაციები
რეაბილიტაცია:
- პროცედურის შემდეგ პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
- შესაძლოა სიწითლე ან მცირე შეშუპება, რომელიც ქრება 1-2 დღეში.
რეკომენდაციები:
- პროცედურა არ არის რეკომენდირებული შემდეგ შემთხვევებში:
- იმუნოდეპრესიული მდგომარეობები
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
- პრეპარატების მიმართ ალერგია (პრო და ანტიკოაგულანტები)
- სისტემური, კანის ანთებითი, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებები