ოქტომბრის აქციები მედიში:
50%-მდე ფასდაკლებები და საჩუქრები!
ტუჩის კორექცია
ტუჩის გადიდება ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, რომელსაც ქალბატონები ნებისმიერ ასაკში იტარებენ.
ტუჩის ასიმეტრია კი ძირითადად 30 წლის შემდეგ იჩენს თავს და შესაბამისად სასურველია მისი დროული კორექცია.
პროცედურა გულისხმობს ტუჩის ფორმის მოცულობის გაზრდას ან/და არსებული ასიმეტრიის მოშორებას კონტურის მოდელირების გზით. პრობლემურ არეში კეთდება მიკროინექციები ჰიალურონის მჟავის შემცველი ბიოთავსებადი პრეპარატის (იუვიდერმის) გამოყენებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე უსაფრთხო და შეუცვლელ პრეპარატს წარმოადგენს.
რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ?
ტუჩის ზონის მგრძნობელობიდან გამომდინარე პროცედურა კეთდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ და გრძელდება 15-40 წთ. გამონაკლის შემთხვევებში, პროცედურის შემდგომ შესაძლოა იყოს მცირე სიწითლე და შეშუპება, რომელიც 1-2 საათის განმავლობაში ქრება. პროცედურის საბოლოო შედეგის სანახავად ერთი სრული დღე არის საჭირო.
რამდენად ხანგრძლივია ეფექტი ?
შედეგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მიერ არჩეულ პრეპარატზე და გრძელდება 6 თვიდან 2 წლამდე.
პროცედურას აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები ?
არა პროცედურას გვერდითი მოვლენები არ აქვს. პაციენტი პროცედურის დამთავრებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.