მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

×
МЕНЮMENU

მეზოძაფები

სახის ლიფტინგი
მომენტალური შედეგით

მომსახურება
ფასი
ექიმები
შედეგები

ახალი თაობის მეზოძაფი წარმოადგენს განსაკუთრებული დიზაინის ჰიპოალერგიულ ძაფს, რომლითაც ხდება სხეულისა და სახის ლიფტინგი. მეზოძაფები კანქვეშ თხელი ნემსით შეიყვანება და დროთა განმავლობაში ბუნებრივად გაიწოვება. შედეგად წარმოიქმნება ახალი კოლაგენის ბოჭკოები და ხდება ძველი, მოდუნებული კოლაგენური ბოჭკოების გაახალგაზრდავება. სწორედ ამიტომ მეზოძაფებით მიღებული შედეგი არის 100 %-ით ბუნებრივი.

 

რა არის კოლაგენი?
კოლაგენი არის კანქვეშა ბოჭკო, აუცილებელი პროტეინი, რომელიც პასუხისმგებელია კანის ელასტიურობასა და სიმკვრივეზე. ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად მცირდება და შემდგომ საერთოდ წყდება კოლაგენის სინთეზი, რაც იწვევს დაბერების პროცესს. სწორედ ამიტომ დუნდება კანი და ჩნდება ნაოჭები.

 

რამდენ ხანში არის შედეგი და რამდენ ხანს ნარჩუნდება?
შედეგი პროცედურის დასრულებისთანავე შესამჩნევია. ხოლო საბოლოო შედეგი მიიღება 4-8 კვირის ინტერვალში, რომელიც 2 წელი ნარჩუნდება.

 

რა ზონებზე კეთდება მეზოძაფები?

სახე:

  • შუბლი
  • წარბი
  • თვალის გარშემო
  • ყვრიმალები
  • ცხვირ-ტუჩის ნაოჭი
  • ღაბაბი
  • სახის ოვალი
  • ყელი

სხეული:

  • დეკოლტე
  • მკერდი
  • დუნდულები
  • მუცელი
  • მკლავები
  • ბარძაყები

როგორია პროცედურის სარეაბილიტაციო პერიოდი?
პროცედურას არ ჭირდება წინასწარი მომზადება ან შემდგომი რეაბილიტაცია. პროცედურა ექვემდებარება ადგილობრივ ანესთეზიას. იმავე დღეს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. პროცედურის შემდგომ შესაძლოა გაგიჩნდეთ მცირე სილურჯეები კანზე, რომელიც რამოდენიმე დღეში უკვალოდ გაქრება. არ ახასიათებს გართულებები და არ საჭიროებს ერთი და იგივე ზონაზე განმეორებით პროცედურას.

 

რისგან არის დამზადებული და რამდენად უსაფრთხოა ახალი თაობის მეზოძაფები?
პოლიდიოქსინისგან დამზადებული ძაფები, რომელიც არის ბიოთავსებადი და ჰიპოალერგიული, ბოლო 15 წლის განმავლობაში წარმატებით გამოიყენება როგორც ნეიროქირურგიასა და კარდიო ქირურგიაში, ასევე კოსმეტოლოგიაში.

 

ფასები

მეზოძაფები
400 - 1800 ₾.

შედეგები

სხვა პროცედურები

თერმაჟი

ბიოარმირება! ანტიასაკობრივი პროგრამის ყველაზე წარმატებული მეთოდი!

ულთრა ფორმერი
მიმიკური ნაოჭები გასწორება
სიახლის გამოწერა

Задать вопрос

Задать вопрос

Ask a question

Ask a Question

×