-5% ფასდაკლება ეპილაციაზე (ყველა ზონა)

აქციის ვადა
ძალაშია 10 ივნისი 2024
აქცია
-5% ფასდაკლება მოქმედებს ყველა ზონაზე 100 ლარიდან გადახდისას
ვისზე ვრცელდება
შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს

ლაზერული ეპილაცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და თანამედროვე კოსმეტოლოგიური პროცედურაა, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან, მათ შორის მგრძნობიარე ზონებიდან ჭარბი თმის მოცილებაში გვეხმარება.

სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებისაგან ლაზერით ეპილაცია იმით განსხვავდება, რომ ლაზერული გამოსხივება თმის ღერს ფოლიკულასთან ერთად შლის. ეს საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე სეანსის შედეგად სამუდამოდ განვთავისუფლდეთ არასასურველი თმისაგან, რომელიც ესთეტიკურ დისკომფორტს გვანიჭებს.

ლაზერული ეპილაციის პროცედურა შესაფერისია როგორც ქალებისათვის, ისე მამაკაცებისთვისაც. ქალებისათვის ლაზერული ეპილაცია იდეალური გამოსავალია მგრძნობიარე ადგილებიდან არასასურველი თმის მოსაცილებლად. მაგალითად, ზედა ტუჩის თავზე ღინღლის ან ნიკაპზე ბეწვების მოსაცილებლად კატეგორიულად არარეკომენდირებულია საპარსის, ცვილის ან შუგარინგის გამოყენება. მსგავსი ხერხები ძლიერ დისკომფორტსაც მოგანიჭებთ და, ამასთან, ხანგრძლივ შედეგს ვერ მოგცემთ.

რეგისტრაცია
ადმინისტრატორი დაგირეკავთ უახლოეს სამუშაო საათებში, რათა დაგეგმოთ ვიზიტი თქვენთვის მოსახერხებელ დროს

    გამოიწერე სიახლეები
    ფასდაკლებები და აქციები

      სოციალური ქსელის პროფილები