დენტალური იმპლანტაცია

1 000 GEL დან

დენტალური იმპლანტაცია ნიშავს დანაკლისი კბილის ადგილზე ხელოვნური კბილის ჩასმას, რომელიც იმეორებს ბუნებრივი კბილის აგებულებას, ამასთან მთლიანად აღადგენს ფუნქციასა და ესთეტიკას. არარსებული ან ამოღებული კბილის ადგილზე, ყბის ძვალში იმპლანტი თავსდება, რომელიც ასრულებს კბილის ფესვის ფუნქციას. იმპლანტი დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც ეხორცება ძვალს და ყალიბდება ერთი მთლიანი ქსოვილი

როგორია იმპლანტაციის პროცესი?

დენტალური იმპლანტაცია გულისხმობს გამძლე, ხელოვნური კბილის (იმპლანტის) მოთავსებას ყბის ძვალში დაკარგული ან ამოღებული კბილის ჩასანაცვლებლად. ხშირ შემთხვევაში, ტიტანის ან კერამიკული იმპლანტი ქირურგიულად თავსდება ყბის ძვალში და მოქმედებს როგორც კბილის ფესვი. დროთა განმავლობაში, იმპლანტი ინტეგრირდება მიმდებარედ არსებულ ძვლოვან ქსოვილთან და ქმნის მყარ, სტაბილურ საფუძველს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია დაკარგული კბილის ხელოვნური კბილით ჩანაცვლება, დენტალური იმპლანტები რჩება ყველაზე თანამედროვე გადაწყვეტილებად. 

იმპლანტზე საიმედოდ მაგრდება შეკვეთით დამზადებული გვირგვინი, რათა დასრულდეს კბილის საბოლოო აღდგენა. შედეგად, კბილი იძლევა სათანადო ღეჭვის, ლაპარაკისა და მთლიანად პირის ღრუს ფუნქციონირების საშუალებას. წინასწარ დამზადებული იმპლანტები შეესაბამება ბუნებრივი კბილების ფერს, ფორმასა და ზომას. მას შემდეგ, რაც დენტალური იმპლანტი და გვირგვინი მაგრდება კბილის ადგილზე, განსხვავება მასსა და ბუნებრივ კბილებს შორის თვალისთვის შეუმჩნეველი ხდება. 

როგორია ოპერაციის პროცესი?

პროცედურა პაციენტისათვის სრულიად უმტკივნეულოა, დაახლოებით 40-დან 60 წუთამდე გრძელდება და კეთდება როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი ანესთეზიით.
იმპლანტაცია ციფრული ტექნოლოგიით რამოდენიმე ეტაპისგან შედგება:

  • 1 ეტაპი – 3D კომპიუტერული ტექნოლოგიით ძვლოვანი ქსოვილის დეტალური დათვალიერება.
  • 2 ეტაპი –პირის ღრუ სკანირება და სპეციალური კომპიუტერული პროგრამით დაკარგული კბილის წინასწარი მოდელირება.
  • 3 ეტაპი – დამოდელირებული კბილე(ბ)ის ციფრულად დამუშავება და ზუსტი განსაზღვრა თუ როგორი ფორმის, ზომის იმპლანტი უნდა გაკეთდეს. იმპლანტის ჩასმის მდებარეობა ძვლოვან ქსოვილში ისაზღვრება იდეალური სიზუსტით.
  • 4 ეტაპი –ციფრულად დამზადებული მიმმართველის (შაბლონის) გამოყენებით დენტალური იმპლანტაცია.

რა სარგებელი აქვს იმპლანტს?

იმპლანტები გრძელვადიანი მომსახურებით გამოირჩევა და შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლონ ყოველდღიურ ცვეთას. ისინი კარგად ინარჩუნებენ კბილის სტრუქტურასა და სიმკვრივეს და მაქსიმალურად ეფექტურად ანაცვლებენ ბუნებრივ კბილს.

რეაბილიტაცია

დენტალური იმპლანტების დაფიქსირების შემდგომ მისი მოვლა სახლის პირობებში საკმაოდ მარტივია და ძალიან გავს ბუნებრივი კბილის მოვლის წესებს. პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა 6 თვეში ერთხელ მიმართოთ სტომატოლოგს, რომელიც შეაფასებს თქვენი პირის ღრუს ზოგად ჯანმრთელობას და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დაიწყებს შესაბამის მკურნალობას. სწორედ ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა და  სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტია თქვენი სასიამოვნო და ჯანსაღი ღიმილის შენარჩუნების გარანტია.

კლინიკები

ექიმები

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

ხშირად დასმული კითხვები:

ყველა კითხვა დასვით კითხვა

პაციენტების შეფასებები

ყველა შეფასება

სხვა პროცედურები

გამოიწერე სიახლეები
ფასდაკლებები და აქციები

    სოციალური ქსელის პროფილები