ორთოპანტომოგრამა

დიაგნოსტიკა
30 GEL დან

კლინიკა „მედი“ აღჭურვილია ცეფალოსტატით – თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატით, რომელიც საშუალებას იძლევა მიიღოთ ორი ტიპის რენტგენოლოგიური სურათი:

ორთოპანტომოგრამა საშუალებას იძლევა, სტომატოლოგმა ერთდროულად დაათვალიეროს და შეაფასოს ზედა და ქვედა ყბის კბილების გვირგვინები, ფესვები და ძვლოვანი ქსოვილი. ამით სტომატოლოგი ახდენს სწორ დიაგნოსტირებას და შემდგომში კომპლექსური მკურნალობის სწორ დაგეგმვას.

ტელერენდგენოგრამა იძლევა ქალა-სახისა და ქალა-ტვინის გამოსახულებას პრიდაპირ და გვერდით პროექციაში, რაც მეტად აქტუალურია ორთოდონტული მკურნალობის დროს.

კლინიკა „მედის“ სტომატოლოგიური განყოფილება აღჭურვილია დამატებითი თანამედროვე მოწყობილობებით:

ვიზიოგრაფი

  • ვიზიოგრაფი იღებს ცალკეული კბილის რენტგენოლოგიურ სურათს.
  • საშუალებას აძლევს სტომატოლოგს მკურნალობის ყველა ეტაპი ზუსტად გააკონტროლოს.

პირის ღრუს კამერა

ამ აპარატის მეშვეობით ექიმი აფიქსირებს მკურნალობის პროცესს და ვიზუალურად აჩვენებს პაციენტს:

  • კბილის საწყის მდგომარეობას
  • მკურნალობის მიმდინარეობას
  • საბოლოო შედეგს

    აპარატურა უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს, რაც საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ საუკეთესო შედეგებს და პაციენტებისთვის ვიზუალურად განვმარტოთ მკურნალობის პროცესი.

    კლინიკები

    ექიმები

    ხშირად დასმული კითხვები:

    ყველა კითხვა დასვით კითხვა

    ხშირად დასმული კითხვები:

    ყველა კითხვა დასვით კითხვა

    პაციენტების შეფასებები

    ყველა შეფასება
    გამოიწერე სიახლეები
    ფასდაკლებები და აქციები

      სოციალური ქსელის პროფილები