დეკემბრის აქციები მედიში:
50%-მდე ფასდაკლებები!
კარიესი არის პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება. შედეგად ყალიბდება კარიესული ღრუ.
არსებობს კარიესის რამდენიმე სტადია სიღრმის მიხედვით:
კარიესის მკურნალობა გულისხმობს, კარიესის ღრუს წმენდას და შევსებას საჭირო საბჟენი მასალით. მკურნალობის შედეგად აღდგება კბილის ქსოვილის მთლიანობა და აღმოიფხვრება კარიესის პროგრესირება.
რა ტექნოლოგიით ხდება კარიესის მკურნალობა?
კლინიკა მედიში კბილის ქსოვილის დამუშავება და აღდგენა ხდება სპეციალური სტომატოლოგიური მიკროსკოპით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დამუშავდეს კბილის უწვრილესი სტრუქტურები, რომლებიც შესაძლებელია 4-25-ჯერ გადიდდეს და ქსენონის სხივით განათდეს. კბილის სტრუქტურების მიკროსკოპით დამუშავებით მიიღწევა ხანგრძლივი და მაღალ ესთეტიური შედეგი.
რა მასალა გამოიყენება მკურნალობისას?
კლინიკაში გამოიყენება ბოლო თაობის ნანოტექნოლოგიით დამზადებული, სხივურად გამყარებადი მასალები (ნანოკომპოზიტები), რომლებიც გამოირჩევა მაღალი ესთეტიურობით და სიმტკიცით. ფრონტალური ჯგუფის კბილების რესტავრაციისათვის გამოიყენება ჰელიო ბჟენები, რომელთაც ახასიათებს ფერის მდგრადობა და კბილის ქსოვილთა მაქსიმალურად მიახლოვებული სტრუქტურა.
რა მეთოდით ხდება კბილის მკურნალობა?
კარიესის მკურნალობისას კბილი გამოიყოფა პირის ღრუდან, როგორც საოპერაციო ველი და მისი რესტავრირება ხდება მშრალ, სუფთა გარემოში, ტექნოლოგიების სრული დაცვით. არნიშნული მეთოდით პაციენტი დაცულია კბილის ნაქლიბის და ანტისეპტიკური ხსნარების მოხვედრისაგან პირის ღრუში.
არის თუ არა მკურნალობა უსაფრთხო?
კლინიკა მედიში მანიპულაციები ტარდება ერთჯერადი ინსტრუმენტებით, ხოლო მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტები გადიან სტერილიზაციის ყველა ეტაპს. კლინიკაში არსებული დანადგარები აღჭურვილია სპეციალური პროგრამით „ანტიშიდსი-ანტიჰეპატიტი“.
საჭიროებს თუ არა პროცედურა ანესთეზიას?
ღრმა და საშუალო კარიესი საჭიროებს ადგილობრივ ინექციურ ანესთეზიას, ხოლო ინექციის წინ ხდება ლორწოვანის გაუტკივარება. პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.